რომის პაპი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვატიკანის პოლიტიკა}}
'''რომის პაპი''' ([[ლათინური ენა|ლათ.]] Papa < [[ბერძნული ენა|ბერძ.]] Papas — მამა) — [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიისა]] და [[ვატიკანი|ვატიკანის სახელმწიფოს]] მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად („ქრისტეს ვიკარად“) და ეკლესიის ხილულ წინამძღვრად. ამჟამინდელი პაპი [[ფრანცისკე]] არის პეტრე მოციქულის 266-ე მემკვიდრე. კარდინალთაგან რომის პაპს [[კონკლავი]] ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით, [[1523]] წლიდან ([[კლიმენტ VII]]) [[1978]] წლამდე ([[იოანე-პავლე II]]) რომის პაპად პრაქტიკულად მხოლოდ [[იტალიელები|იტალიელებს]] ირჩევდნენ. [[იტალიელები|იტალიელთა]] გარდა მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ [[ფრანგები|ფრანგი]] (19-ჯერ), [[ბერძნები|ბერძენი]] (15-ჯერ), [[სირიელები|სირიელი]] (7-ჯერ), [[ესპანელები|ესპანელი]] (7-ჯერ), [[გერმანელები|გერმანელი]] (6 -ჯერ), [[ეგვიპტელები|ეგვიპტელი]] ([[ალექსანდრია|ალექსანდრიიდან]], 2-ჯერ), [[ინგლისელები|ინგლისელი]], [[პოლონელები|პოლონელი]], [[პორტუგალიელები|პორტუგალიელი]] და [[ნიდერლანდელები|ჰოლანდიელი]] პაპები.
 
 
რომის პაპის ხელისუფლება შეუზღუდავია, მისი საეკლესიო პრიმატი ემყარება ვატიკანის I საეკლესიო კრების ([[1869]]-[[1870]]) გადაწყვეტილებას, ხოლო ეკლესიის მმართველობაში ნომინალურად მონაწილეობს ვატიკანის II საეკლესიო კრების ([[1962]]-[[1965]]) დადგენილების შესაბამისად (ეპისკოპოსთა კოლეგია). [[1965]] წელს შექმნილ ეპისკოპოსთა სინოდს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვს. რომის პაპი იწვევს [[მსოფლიო საეკლესიო კრება|მსოფლიო საეკლესიო კრებებს]], ამტკიცებს მათ დადგენილებებს, ანიჭებს [[კარდინალი (რელიგია)|კარდინალის]] წოდებას; ამტკიცებს ეპისკოპოსებს, მას ექვემდბებარებიან მონაზვნური ორდენების გენერლები.
 
 
რომის პაპის რეზიდენცია ვატიკანშია. იგი ვატიკანის შეუზღუდავი გამგებელია, ატარებს საკუთარ საშინაო და საგრეო პოლიტიკას თავისი [[ლეგატი|ლეგატების]], [[ენციკლიკა|ენციკლიკებისა]] და [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსთა]] მეშვეობით. სხვადასხვა ქვეყნებში რომის პაპი გავლენას ახდენს კათოლიკური პარტიების, პროფკავშირების და საერო ორგანიზაციების მოღვაწეობაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რომის_პაპი“-დან