რომის პაპი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ვატიკანის პოლიტიკა}}
'''რომის პაპი''' ([[ლათინური ენა|ლათ.]] Papa < [[ბერძნული ენა|ბერძ.]] Papas — მამა) — [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიისა]] და [[ვატიკანი|ვატიკანის სახელმწიფოს]] მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად (''"ქრისტეს„ქრისტეს ვიკარად"''ვიკარად“) და ეკლესიის ხილულ წინამძღვრად. ამჟამინდელი პაპი [[ფრანცისკე]] არის პეტრე მოციქულის 266-ე მემკვიდრე. კარდინალთაგან რომის პაპს [[კონკლავი]] ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით, [[1523]] წლიდან ([[კლიმენტ VII]]) [[1978]] წლამდე ([[იოანე-პავლე II]]) რომის პაპად პრაქტიკულად მხოლოდ [[იტალიელები|იტალიელებს]] ირჩევდნენ. [[იტალიელები|იტალიელთა]] გარდა მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ [[ფრანგები|ფრანგი]] (19-ჯერ), [[ბერძნები|ბერძენი]] (15-ჯერ), [[სირიელები|სირიელი]] (7-ჯერ), [[ესპანელები|ესპანელი]] (7-ჯერ), [[გერმანელები|გერმანელი]] (6 -ჯერ), [[ეგვიპტელები|ეგვიპტელი]] ([[ალექსანდრია|ალექსანდრიიდან]], 2-ჯერ), [[ინგლისელები|ინგლისელი]], [[პოლონელები|პოლონელი]], [[პორტუგალიელები|პორტუგალიელი]] და [[ნიდერლანდელები|ჰოლანდიელი]] პაპები.