ნეტარი ავგუსტინე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15:
 
== ცხოვრება ==
დაიბადა სამხრეთ ნუმიდიის პატარა ქალაქ [[ტოგასტა]]ში (თანამედროვე [[სუქარასი]], [[ალჟირი]])<ref>უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ., 2008 წ. გვ. 351</ref>. მამამისი - პატრიციუსი, წარმართი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც ავგუსტინეს 17 წელი შეუსრულდა, რის შემდეგაც მალევე აღესრულა. იგი ცდილობდა, ავგუსტინესთვის კარგი განათლება მიეცა, მაგრამ მისი ზნისა და ხასიათისათვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია. დედას, [[წმინდა მონიკა|მონიკას]], ჭეშმარიტად ქრისტიანული აღზრდა ჰქონდა მშობლებისაგან მიღებული და გამოირჩეოდა კეთილი ბუნებითა და სათნო, მშვიდობისმოყვარე ცხოვრებით. საკუთარ შვილს ყრმობიდანვე ასწავლა და შეაყვარა [[იესო]]ს სახელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავგუსტინეავგუსტინემ მაინცქრისტიანული უზნეობასმოძღვრება მიეცაუარყო.
 
17 წლის ავგუსტინე კართაგენში გაემგზავრა განათლების მისაღებად, სადაც იგი [[მანიქეიზმი|მანიქეველთა]] გავლენის ქვეშ მოექცა. წმინდა მონიკა უსაზღვროდ დამწუხრებული იყო შვილის მანიქეველობით. მან არ მოისურვა "გზასაცდენილთან" ერთად ცხოვრება და აღარც ტრაპეზს იყოფდა მასთან. მონიკა ისე დასტიროდა შვილს, როგორც მკვდარს და ლოცულობდა, რათა იგი ღმერთს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ მოექცია.
 
სამშობლოში დაბრუნებულმა ავგუსტინემ [[გრამატიკა|გრამატიკის]] მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 29 წლის, იგი შეხვდა მართლმორწმუნეთაგან სიკვდილის მახედ წოდებულ მანიქეველ „ეპისკოპოს“ ფავსტუსს. მასთან ურთიერთობისას ავგუსტინემ მანიქეველთა სწავლებაში და ცხოვრების წესში მრავალი წინააღმდეგობა აღმოაჩინა. ფავსტთან საუბრის შემდეგ ავგუსტინე [[რომი|რომში]] გაემგზავრა. 383 წლიდან მან მანიქევლობა მიატოვა, ამის მიზეზად იქცა ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც ავგუსტინემ ფავსტუსს დაუსვა. [[387]] წელს, [[აღდგომა]]მდე რამდენიმე დღით ადრე, ავგუსტინე მოინათლა, მთელი თავისი ქონება ქვრივ-ობოლთ დაურიგა და ბერულ მოღვაწეობას შეუდგა.