Charlie Hebdo: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
ტერორისტული შეტევა გამომცემლობაზე ორჯერ, 2011 და 2015 წლებში განხორციელდა. 2011 წლის ნოემბერში ჟურნალმა შარლი ებდომ გამოუშვა ნომერი, რომელშიც მისი სახელწოდების „შარლი ებდოს“ ნაცვლად დაიწერა „შარიათ ებდო“. ეს ნომერი ტუნისელი ისლამისტების გამარჯვებას მიეძღვნა. ჟურნალის გარეკანზე კარიკატურისტმა [[ჟან კაბიუ]]მ გამოსახა მომტირალე წინასწარმეტყველი მუჰამედი სიტყვებით: „ძნელია, როდესაც სულელებს უყვარხარ.“ ჟურნალის ეს ნომერი 400 000 ეგზემპლარით გავრცელდა, რაც ოდნავ მეტია გამომცემლობის ჩვეულებრივ ტირაჟთან შედარებით. ნომერის გამოსვლისთანავე ღამით რედაქციის შენობა მთლიანად დაიწვა. უცნობმა ადამიანებმა შენობას დაუშინეს ბოთლები ცეცხლგამჩენ ნივთიერებებთან ერთად, თუმცა არავინ არ დაშავებულა.<ref name="შარლი ებდო" />
 
2015 წლის 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.<ref>[http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/312107-parizshi-zhurnalis-charlie-hebdo-redaqciaze-thavdaskhmas-msoflio-liderebi-gmoben.html?ar=A პარიზში ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ]</ref> თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის [[აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი]]ს კარიკატურა გამოაქვეყნა.<ref>[http://kvira.ge/შარლი-ებდოს-მომდევნო-ნ/ „შარლი ებდოს“ მომდევნო ნომერი მომავალ კვირას გამოვა]</ref> საფრანგეთის პრეზიდენტმა [[ფრანსუა ოლანდი|ფრანსუა ოლანდმა]] სატირული ჟურნალის შარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა. [[ბიბისი]]ს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდა. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.<ref name="epn">[http://www.epn.ge/?id=213 მარგველაშვილი: ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს]</ref> დაღუპულთა შორის იყვნენ ცნობილი კარიკატურისტები: [[სტეფან შარბონიე]], [[ჟან კაბიუ]], [[ჟორჟ ვოლინსკი]] და [[ბერნარ ვერლაკი]].
 
== გამოხმაურება საქართველოშიმსოფლიოში ==
რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა [[თეთრი სახლი|თეთრმა სახლმა]], სადაც აღნიშნულია, რომ [[ბარაკ ობამა]] რედაქციაზე თავდასხმას გმობს. ჟურნალის რედაქციაზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება [[ნატო]]-ს გენერალურმა მდივანმა [[იენს სტოლტენბერგი|იენს სტოლტენბერგმაც]] გაავრცელა. [[ანგელა მერკელი]]ს თქმით, პარიზში მომხდარი არ არის თავდასხმა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ ეს არის თავდასხმა პრესის თავისუფლებასა და თავისუფალ სიტყვაზე.<ref>[http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/312107-parizshi-zhurnalis-charlie-hebdo-redaqciaze-thavdaskhmas-msoflio-liderebi-gmoben.html?ar=A პარიზში ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ]</ref> განცხადება გაავრცელა კრემლის პრეს-სამსახურმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ [[ვლადიმერ პუტინი|ვლადიმერ პუტინმა]] დაგმო რედაქციაზე თავდასხმა და გამოთქვა მზადყოფნა [[ტერორიზმი|ტერორიზმთან]] საბრძოლველად.<ref>[https://newposts.ge/?l=G&id=61122-Charlie%20Hebdo,%20%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D,%20%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 Charlie Hebdo-ზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ]</ref> [[გიორგი მარგველაშვილი|გიორგი მარგველაშვილმა]] რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს.<ref name="epn" />
[[გიორგი მარგველაშვილი|გიორგი მარგველაშვილმა]] რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს.<ref name="epn" />
 
[[საფრანგეთი]]ს მთელ ტერიტორიაზე რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ სოლიდარობის აქციები გაიმართა. მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. [[ბიბისი]]ს ცნობით, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საფრანგეთში ეს ეროვნული გლოვის მეხუთე შემთხვევაა.<ref>[http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/312149-zhurnal-charlie-hebdo-s-redaqciaze-momkhdari-thavdaskhmis-shemdeg-safrangethshi-solidarobis-aqciebi-gaimartha.html?ar=A ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში სოლიდარობის აქციები გაიმართა]</ref>
 
2015 წლის 8 იანვარს [[თბილისი|თბილისში]], საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან გაიმართა სოლიდარობის აქცია „მე ვარ შარლი ებდო“. აქციის მონაწილეები შეუერთდნენ სოლიდარობის გლობალურ კამპანიას „Je suis Charlie Hebdo“-ს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შარლი ებდოზე თავდასხმისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო იმართება.<ref>[http://www.netgazeti.ge/GE/105/News/40155/ „მე ვარ შარლი ებდო“ — თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა]</ref> სოლიდარობის აქცია მოეწყო აგრეთვე [[ახალციხე]]ში, ახალციხის ცენტრალურ პარკში, ლოზუნგით: „მე ვარ შარლი ებდო“, „ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ტერორიზმს“. ადგილობრივმა მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და საჯარო სამსახურების პიარმენეჯერებმა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] განხორციელებული ტერორისტული აქტი დაგმეს.<ref>[http://9arkhi.wordpress.com/ „მე ვარ შარლი ებდო“ — აქცია ახალციხეში]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Charlie_Hebdo“-დან