Charlie Hebdo: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ აქცია ახალციხეში
ხაზი 32:
2015 წლის 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის [[აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი]]ს კარიკატურა გამოაქვეყნა.<ref>[http://kvira.ge/შარლი-ებდოს-მომდევნო-ნ/ „შარლი ებდოს“ მომდევნო ნომერი მომავალ კვირას გამოვა]</ref> საფრანგეთის პრეზიდენტმა [[ფრანსუა ოლანდი|ფრანსუა ოლანდმა]] სატირული ჟურნალის შარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა. [[ბიბისი]]ს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შარლი ებდოს რედაქციაში ავტომატებით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი შეიჭრა.<ref>[http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/312103-safrangethis-prezidentma-zhurnalis-redaqciaze-thavdaskhmas-teraqti-utsoda.html?ar=A საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალ Charlie Hebdo-ის რედაქციაზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა]</ref> დაღუპულთა შორის იყვნენ ცნობილი კარიკატურისტები: [[სტეფან შარბონიე]], [[ჟან კაბიუ]], [[ჟორჟ ვოლინსკი]] და [[ბერნარ ვერლაკი]].
 
2015 წლის 8 იანვარს [[თბილისი|თბილისში]], საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან გაიმართა სოლიდარობის აქცია „მე ვარ შარლი ებდო“. აქციის მონაწილეები შეუერთდნენ სოლიდარობის გლობალურ კამპანიას „Je suis Charlie Hebdo“-ს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შარლი ებდოზე თავდასხმისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო იმართება.<ref>[http://www.netgazeti.ge/GE/105/News/40155/ „მე ვარ შარლი ებდო“ — თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა]</ref> სოლიდარობის აქცია მოეწყო აგრეთვე [[ახალციხე]]ში, ახალციხის ცენტრალურ პარკში ლოზუნგით: „მე ვარ შარლი ებდო“, „ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ტერორიზმს“. ადგილობრივმა მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და საჯარო სამსახურების პიარმენეჯერებმა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] განხორციელებული ტერორისტული აქტი დაგმეს.<ref>[http://9arkhi.wordpress.com/ „მე ვარ შარლი ებდო“ — აქცია ახალციხეში]</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Charlie_Hebdo“-დან