Charlie Hebdo: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
'''Charlie Hebdo''' (წარმოითქმის: [ʃaʁli ɛbdo], შარლი ებდო, {{lang-ka|„შარლის ყოველკვირეული “}}) — ფრანგული [[სატირა|სატირული]] ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც ასახავს კარიკატურებს, რეპორტაჟებს, პოლემიკებსა და ხუმრობებს, რომელთაც ნონკონფორმისტული სტილი აქვთ. აქვეყნებს სტატიებს [[ულტრამემარჯვენეები]]ს, [[კათოლიციზმი]]ს, [[ისლამი]]ს, [[იუდაიზმი]]ს, [[პოლიტიკა|პოლიტიკის]], [[კულტურა|კულტურისა]] და სხვათა შესახებ. დაარსდა 1969 წელს. 1981 წელს შეწყვიტა გამოცემა, ხოლო აღდგა 1992 წელს. შარლი ებდოს მთავარი რედაქტორბი იყვნენ: [[ფრანსუა კავანა]] (1969-1981), [[ფილიპ ვალი]] (1992-2009) და [[სტეფან შარბონიე]] (2009-2015). ჟურნალი გამოდის ყოველ [[ოთხშაბათი|ოთხშაბათს]]. სათავო ოფისი მდებარეობს [[საფრანგეთი]]ს დედაქალაქ [[პარიზი|პარიზში]]. შარლი ებდო საფრანგეთში მიჩნეულია თავისუფალი პრესის სიმბოლოდ.
 
ტერორისტული შეტევა გამომცემლობაზე ორჯერ, 2011 და 2015 წლებში განხორციელდა. ჟურნალი ცნობილია წინასწარმეტყველ მუჰამედის[[მუჰამედი]]ს კარიკატურებთან დაკავშირებული სკანდალით 2006 წელს, როდესაც იმავე წლის თებერვალში გამოქვეყნდა მუჰამედის 12 კარიკატურა, რომელმაც ფართო პროტესტი გამოიწვია მუსლიმანურ სამყაროში; მას შემდეგ რედაქცია შარლი ებდო მუდმივად ღებულობდა თავისი მისამართით მუქარას. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, გამომცემლობის ყველაზე ცნობილი კარიკატურისტები აგრძელებდნენ თავიანთი ნახატების გამოქვეყნებას, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მოღვაწე რელიგიური ფანატიკოსების საქმიანობის წინააღმდეგ.
 
2011 წლის ნოემბერში ჟურნალმა შარლი ებდომ გამოუშვა ნომერი, რომელშიც მისი სახელწოდების „შარლი ებდოს“ ნაცვლად დაიწერა „შარიათ ებდო“. ეს ნომერი ტუნისელი ისლამისტების გამარჯვებას მიეძღვნა. ჟურნალის გარეკანზე კარიკატურისტმა კაბიუმ გამოსახა მომტირალე წინასწარმეტყველი მუჰამედი სიტყვებით: ძნელია, როდესაც სულელებს უყვარხარ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Charlie_Hebdo“-დან