როსის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
|რუკის წარწერა = როსის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
}}
'''როსის ზღვა''' — განაპირა ღრმა ზღვა [[სამხრეთის ოკეანე]]ში, [[ანტარქტიდა|ანტარქტიდის]] ორ რეგიონს, ვიქტორიას მიწასა და მერი ბერდის მიწას შორის. ფართობი შეადგენს 439 000 კმ²-ს, საშუალო სიღრმე 2972 მეტრს. ნაპირები მთაგორიანია, შეჭრილ-შემოჭრილი. თითქმის მთელი წლის განმავლობაში დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია [[აისბერგი]]. წყლის საშუალო წლიური [[ტემპერატურა]] —1°С-ზე დაბალია; [[ზაფხული|ზაფხულში]] ტემპერატურა ზოგჯერ მატულობს 2°С-მდე. მარილიანობა 33,75-34,4 [[‰]]. დინებები ქმნიან წრებრუნვას საათის ისრის მიმართულებით. მოქცევა ნახევარდღეღამურია, სიმაღლე 1 მ-მდე. როსის ზღვაში ბინადრობს [[როსის სელაპი]], [[უედელის სელაპი]] და [[ცხრაფეხაჭამია სელაპი]], არის [[ვეშაპები]]. 1841 წელს აღმოაჩინა [[ჯეიმზ კლარკ როსი|ჯეიმზ კლარკ როსმა,]]. 1956 წელს როსის ნახევარკუნძულზე შეიქმნა აშშ-ის ანტარქტიდული ექსპედიციის ძირითადი ბაზა მაკ-მერდო, აქვე 1957 წელს შეიქმნა ახალი ზელანდიის ბაზა სკოტი, ჰალეტის კონცხზე აშშ-ისა და ახალი ზელანდიის სამეცნიერო სადგური ჰალეტი. ზღვა [[1841]] აღმოაჩინა [[ჯეიმზ კლარკ როსი|ჯეიმზ კლარკ როსმა]]. დასავლეთით ესაზღვრება [[როსის კუნძული]], რომელზეც მდებარეობს აქტიური ვულკანი [[ერებუსი]], აღმოსავლეთით — [[რუზველტის კუნძული]].
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როსის_ზღვა“-დან