თესლბრუნვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
თესლბრუნვაში მონაწილეობე ძირითადი კულთურები, რომელთაც ესაჭიროებათ სავეგეტაციო პერიოდის მეტი ნაწილი და შუალედური კულტურები, რომლებიც მოყავთ ორ ძირითად კულტურას შორის დარჩენილი თავისუფალი დროის შუალედში. მათ ძირითადად იყენებენ ცხოველების საკვებად (მწვანე საკვები, სენაჟი, სილოსი, ბალახის ფქვილი), აგრეთვე როგორც მწვანე სასუქს. შუალედური ნათესები მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ისინი ადიდებენ საკვების და აუმჯობესებენ მათ ხარისხს, [[ნიადაგი|ნიადაგს]] ამდიდრებენ ორგანული ნივთიერებებით, ხოლო პარკოსნები – [[აზოტი]]თაც, იცავენ ნიადაგს წყლისმიერი და ქარისმიერი [[ეროზია|ეროზიისაგან]], აუმჯობესებენ მის სტრუქტურას და მთლიანად ხელს უწყობენ ნაყოფიერების ამაღლებას.
 
საშემოდგომო შუალედური კულტურები, რომლებიც ითესება [[ზაფხული]]ს ბოლოს ან [[შემოდგომა|შემოდგომის]] დასაწყისში, მოსავალს იძლევა იმავე წლის დასასრულამდე. მაგალითად, წმინდად ნათესი [[შვრია]], ან მასთან შერეული [[ცერცველა]], [[ბარდა]] ან [[ცულისპირა]]. შესათეს შუალედურ კულტურებს მიეკუთვნება ისეთი ნათესები, რომელთა თესვა–მოყვანათესვა-მოყვანა ხდება ძირითადი კულტურებით დაკავებულ ფართობში დამატებითი მოსავლის მისაღებად. ამ მიზნით მიმართავენ, მაგალითად, [[გაზაფხული|გაზაფხულზე]] ნათეს იონჯაში შვრიის, სუდანურის, სორგოს ან სიმინდის შეთესვას. თესლბრუნვაში თითოეულ მინდორზე ჩვეულებრივ ერთიკულტურა ითესება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მინდორს ორ-სამ ნაწილად ყოფენ და იკავებენ მსგავსი ბიოლოგიურ–აგროტექნიკურიბიოლოგიურ-აგროტექნიკური თვისებების მქონე რამდენიმე კულტურით. ამ მინდორს ნაკრები მინდორი ეწოდება.
 
თესლბრუნვაში შეიძლება გვქონდეს როგორც წმინდად ნათესები, ისე რამდენიმე მცენარის ნარევი. ასეთებია: მრავალწლოვანი ბალახების ნარევი, სიმინდისა და სამარცვლე პარკოსნების ნარევები, ერთწლიანი პარკოსნებისა და მარცვლოვანების ნარევები და სხვა. გარკვეულ პირობებში, უმთავრესად სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ ადგილებში, მიმართავენ საფარქვეშ თესვას. მაგალითად, მრავალწლიანი ბალახების თესვას [[ქერი]]ს ან [[ხორბალი|ხორბლის]] საფარქვეშ, როცა ისინი ითესება [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], ერთდროულად ან ჯერ ითესება [[შემოდგომა]]ზე მარცვლოვანი (საფარი) კულტურა, მერე მისი აღმოცენება-მომაგრების შემდეგ, ადრე გაზაფხულზე ჯეჯილში შეითესება მრავალწლიანი ბალახები წმინდად ან ნარების სახით. ზოგიერთ თესლბრუნვაში რომელიმე მინდორზე გარკვეული პერიოდით, უმეტესად ერთი როტაციისათვის თესავენ მრავალწლიან ბალახებს და ეს მინდორი დროებით ითიშება თესლბრუნვიდან. ეს იქნება გამოთიშულ მინდვრიანი თესლბრუნვა. ეს გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა სათესლე მასალის სიმცირის გამო არ არის საშუალება ბალახი ყოველ წელიწადს დაითესოს.