თესლბრუნვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] სპეციალიზაციის თითოეული ზონისათვის რეკომენდებულია შესაფერისი მინდვრის, საკვები და სპეციალური თესლბრუნვის რამდენიმე სქემა, რაც საშუალებას იძლევა ზონის შიგნით კონკრეტული პირობებისათვის, ნიადაგის თვისებების, რელიეფისა და ტენით უზრუნველყოფის გათვალისწინებით შეირჩეს თესლბრუნვის ყველაზე მორგებული ვარიანტი.
 
თესლბრუნვის შემოღების შესაძლებლობას განაპირობებს მიწათსარგებლობის პირობები — სახნავი მიწების ფართობი, ნაკვეთების სიდიდე, კონტურების სისწორე და ა. შ. მთიან რეგიონებში, სადაც მიწების სიმცირის გამო თესლბრუნვის შემოღება მოუხერხებელია, უნდა განხორციელდეს მიწათმოქმედების კულტურის ამაღლების ისეთი შედარებით მარტივი საშუალება, როგორიცაა ორ-სამ მინდვრიანი თესლბრუნვა, სადაც მიკლე როტაციაში იმორიგებენ (დროში) ზონაში არსებული კულტურები (მაგალითად, [[თავთავიანები]], [[კარტოფილი]], ერთწლიანი ბალახები, ან თავთავიანები, ერთწლიანი ბალახები, ან თავთავიანი, სასილოსე სიმინდი და სხვა) ან მოხდება ნაყოფცვლა ერთ მინდორზე და სხვა.
 
==რესურსები ინტერნეტში==