თესლბრუნვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
თესლბრუნვაში მონაწილეობე ძირითადი კულთურები, რომელთაც ესაჭიროებათ სავეგეტაციო პერიოდის მეტი ნაწილი და შუალედური კულტურები, რომლებიც მოყავთ ორ ძირითად კულტურას შორის დარჩენილი თავისუფალი დროის შუალედში. მათ ძირითადად იყენებენ ცხოველების საკვებად (მწვანე საკვები, სენაჟი, სილოსი, ბალახის ფქვილი), აგრეთვე როგორც მწვანე სასუქს. შუალედური ნათესები მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ისინი ადიდებენ საკვების და აუმჯობესებენ მათ ხარისხს, [[ნიადაგი|ნიადაგს]] ამდიდრებენ ორგანული ნივთიერებებით, ხოლო პარკოსნები – [[აზოტი]]თაც, იცავენ ნიადაგს წყლისმიერი და ქარისმიერი [[ეროზია|ეროზიისაგან]], აუმჯობესებენ მის სტრუქტურას და მთლიანად ხელს უწყობენ ნაყოფიერების ამაღლებას.
 
საშემოდგომო შუალედური კულტურები, რომლებიც ითესება [[ზაფხული]]ს ბოლოს ან [[შემოდგომა|შემოდგომის]] დასაწყისში, მოსავალს იძლევა იმავე წლის დასასრულამდე. მაგალითად, წმინდად ნათესი [[შვრია]], ან მასთან შერეული ცერცველა, ბარდა ან ცულისპირა. შესათეს შუალედურ კულტურებს მიეკუთვნება ისეთი ნათესები, რომელთა თესვა–მოყვანა ხდება ძირითადი კულტურებით დაკავებულ ფართობში დამატებითი მოსავლის მისაღებად. ამ მიზნით მიმართავენ, მაგალითად, გაზაფხულზე ნათეს იონჯაში შვრიის, სუდანურის, სორგოს ან სიმინდის შეთესვას. თესლბრუნვაში თითოეულ მინდორზე ჩვეულებრივ ერთიკულტურა ითესება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მინდორს ორ–სამორ-სამ ნაწილად ყოფენ და იკავებენ მსგავსი ბიოლოგიურ–აგროტექნიკური თვისებების მქონე რამდენიმე კულტურით. ამ მინდორს ნაკრები მინდორი ეწოდება.
 
თესლბრუნვაში შეიძლება გვქონდეს როგორც წმინდად ნათესები, ისე რამდენიმე მცენარის ნარევი. ასეთებია: მრავალწლოვანი ბალახების ნარევი, სიმინდისა და სამარცვლე პარკოსნების ნარევები, ერთწლიანი პარკოსნებისა და მარცვლოვანების ნარევები და სხვა. გარკვეულ პირობებში, უმთავრესად სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ ადგილებში, მიმართავენ საფარქვეშ თესვას. მაგალითად, მრავალწლიანი ბალახების თესვას [[ქერი]]ს ან [[ხორბალი|ხორბლის]] საფარქვეშ, როცა ისინი ითესება [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], ერთდროულად ან ჯერ ითესება [[შემოდგომა]]ზე მარცვლოვანი (საფარი) კულტურა, მერე მისი აღმოცენება-მომაგრების შემდეგ, ადრე გაზაფხულზე ჯეჯილში შეითესება მრავალწლიანი ბალახები წმინდად ან ნარების სახით. ზოგიერთ თესლბრუნვაში რომელიმე მინდორზე გარკვეული პერიოდით, უმეტესად ერთი როტაციისათვის თესავენ მრავალწლიან ბალახებს და ეს მინდორი დროებით ითიშება თესლბრუნვიდან. ეს იქნება გამოთიშულ მინდვრიანი თესლბრუნვა. ეს გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა სათესლე მასალის სიმცირის გამო არ არის საშუალება ბალახი ყოველ წელიწადს დაითესოს.
ხაზი 23:
[[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] სპეციალიზაციის თითოეული ზონისათვის რეკომენდებულია შესაფერისი მინდვრის, საკვები და სპეციალური თესლბრუნვის რამდენიმე სქემა, რაც საშუალებას იძლევა ზონის შიგნით კონკრეტული პირობებისათვის, ნიადაგის თვისებების, რელიეფისა და ტენით უზრუნველყოფის გათვალისწინებით შეირჩეს თესლბრუნვის ყველაზე მორგებული ვარიანტი.
 
თესლბრუნვის შემოღების შესაძლებლობას განაპირობებს მიწათსარგებლობის პირობები — სახნავი მიწების ფართობი, ნაკვეთების სიდიდე, კონტურების სისწორე და ა. შ. მთიან რეგიონებში, სადაც მიწების სიმცირის გამო თესლბრუნვის შემოღება მოუხერხებელია, უნდა განხორციელდეს მიწათმოქმედების კულტურის ამაღლების ისეთი შედარებით მარტივი საშუალება, როგორიცაა ორ–სამორ-სამ მინდვრიანი თესლბრუნვა, სადაც მიკლე როტაციაში იმორიგებენ (დროში) ზონაში არსებული კულტურები (მაგალითად, თავთავიანები, კარტოფილი, ერთწლიანი ბალახები, ან თავთავიანები, ერთწლიანი ბალახები, ან თავთავიანი, სასილოსე სიმინდი და სხვა) ან მოხდება ნაყოფცვლა ერთ მინდორზე და სხვა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თესლბრუნვა“-დან