თესლბრუნვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
სწორ თესლბრუნვაში სათოხნი და მთლიანსათესი კულტურები ერთმანეთს უნდა ცვლიდეს, თუ კი მათი განმეორებითი თესვა არ არის გამოწვეული სპეციალური მოსაზრებით. მაგალითად, სიმინდის შემთხვევაში. ასეთი მორიგეობა, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნიადაგის სტრუქტურაზე უარყუფითად მოქმედი მექანიკური ფაქტორების შესუსტების, აგრეთვე სარეველებისაგან მინდვრის გაწმენდის, [[ნიადაგი]]დან წყლისა და საკვებ ნივთიერებათა უფრო თანაბარზომიერი გამოყენებისათვის. თესლბრუნვაში ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესები, რაც უზრუნველყოფს კლიმატური რესურსების — [[სინათლე|სინათლის]], [[სითბო]]ს, [[წყალი|წყლის]] უფრო მაღალეფექტურად გამოყენებას.
 
ბიოლოგიური აზოტიფიკაციის გაძლიერებისა და მისი ეფექტურობის გონივრული გამოყენების მიზნით თესლბრუნვაში უნდა გაიზარდოს პარკოსანი კულტურების მონაწილეობა და ისინი რეგულარულად უნდა ენაცვლებოდეს აზოტმომხმარებელ (მაგ. მარცვლოვან) მცენარეებს. თესლბრუნვაში საუკეთესო წინამორბედის შემდეგ უნდა მოთავსდეს, უპირველეს ყოვლისა, წამყვანი სასაქონლო კულტურები. მაგალითად, მრავალწლიანი ბალახების შემდეგ სასურველია დაითესოს საშემოდგომო და საგაზაფხულო პურეულები, [[ფეტვი]], [[ბაღჩეული]] (გოგროვანები). სათოხნი კულტურები კარგი წინამორბედებია საგაზაფხულო თავთავიანებისათვის. არასათოხნი პარკოსნები [[ბარდა]], [[ცერცველა]], [[ცულისპირა]] და სხვა, საუკეთესო წინამორბედია როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო მარცვლოვნებისათვის, [[კარტოფილი]]ს, [[სიმინდი]]ს, [[,ზესუმზირამზესუმზირა|მზესუმზირის]], აგრეთვე სამარცვლე პარკოსნებისათვის, მაგრამ საშემოდგომო თესვისათვის ნაკლებად გამოიყენება, რადგან ქმნის ხელსაყრელ პირობებს ფესვის სიდამპლის გავრცელებისათვის.
 
თუ თესლბრუნვაში სუფთა ანეულია, იგი უმჯობესია გამოყენებულ იქნეს საშემოდგომო მარცვლოვნების დასათესად, ხოლო ამ უკანასკელის ნაწვერალზე განთავსდეს საგაზაფხულო თავთავიანი კულტურა. ნათესების სტრუქტურა თესლბრუნვა უნდა გამომდინარეობდეს სასოფლო–სამეურნეო ნათესების დაწესებული სტრუქტურიდან. ნათესების სტრუქტურა გამოსახავს კულტურების შედგენილობას და პროცენტულ თანაფარდობას. ნათესების სტრუქტურით აღინიშნება: 1. [[მარცვლოვნები]], მათ შორის სამარცვლე სიმინდი, 2. ტექნიკური კულტურები: [[შაქრის ჭარხალი]], [[თამბაქო]], [[მზესუმზირა]] და სხვა; 3. საკვები კულტურები, მათ შორის სასილოსე, მარცვლოვანი და ერთწლოვანი ბალახები მათი დანიშნულების მინიშნებით – თივად, მწვანე საკვებად, ბალახის ფქვილისათვის და სხვა; 4. [[კარტოფილი]]; 5. ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურები. ცალკე აღინიშნება თესლბრუნვაში შუალედური კულტურების მონაწილეობა, რომელიც გამოისახება სათესლბრუნვო ფართობის პროცენტით.