თესლბრუნვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
საშემოდგომო შუალედური კულტურები, რომლებიც ითესება [[ზაფხული]]ს ბოლოს ან [[შემოდგომა|შემოდგომის]] დასაწყისში, მოსავალს იძლევა იმავე წლის დასასრულამდე. მაგალითად, წმინდად ნათესი [[შვრია]], ან მასთან შერეული ცერცველა, ბარდა ან ცულისპირა. შესათეს შუალედურ კულტურებს მიეკუთვნება ისეთი ნათესები, რომელთა თესვა–მოყვანა ხდება ძირითადი კულტურებით დაკავებულ ფართობში დამატებითი მოსავლის მისაღებად. ამ მიზნით მიმართავენ, მაგალითად, გაზაფხულზე ნათეს იონჯაში შვრიის, სუდანურის, სორგოს ან სიმინდის შეთესვას. თესლბრუნვაში თითოეულ მინდორზე ჩვეულებრივ ერთიკულტურა ითესება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მინდორს ორ–სამ ნაწილად ყოფენ და იკავებენ მსგავსი ბიოლოგიურ–აგროტექნიკური თვისებების მქონე რამდენიმე კულტურით. ამ მინდორს ნაკრები მინდორი ეწოდება.
 
თესლბრუნვაში შეიძლება გვქონდეს როგორც წმინდად ნათესები, ისე რამდენიმე მცენარის ნარევი. ასეთებია: მრავალწლოვანი ბალახების ნარევი, სიმინდისა და სამარცვლე პარკოსნების ნარევები, ერთწლიანი პარკოსნებისა და მარცვლოვანების ნარევები და სხვა. გარკვეულ პირობებში, უმთავრესად სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ ადგილებში, მიმართავენ საფარქვეშ თესვას. მაგალითად, მრავალწლიანი ბალახების თესვას ქერის[[ქერი]]ს ან [[ხორბალი|ხორბლის]] საფარქვეშ, როცა ისინი ითესება [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], ერთდროულად ან ჯერ ითესება შემოდგომაზე[[შემოდგომა]]ზე მარცვლოვანი (საფარი) კულტურა, მერე მისი აღმოცენება–მომაგრებისაღმოცენება-მომაგრების შემდეგ, ადრე გაზაფხულზე ჯეჯილში შეითესება მრავალწლიანი ბალახები წმინდად ან ნარების სახით. ზოგიერთ თესლბრუნვაში რომელიმე მინდორზე გარკვეული პერიოდით, უმეტესად ერთი როტაციისათვის თესავენ მრავალწლიან ბალახებს და ეს მინდორი დროებით ითიშება თესლბრუნვიდან. ეს იქნება გამოთიშულ მინდვრიანი თესლბრუნვა. ეს გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა სათესლე მასალის სიმცირის გამო არ არის საშუალება ბალახი ყოველ წელიწადს დაითესოს.
 
[[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] სპეციალიზაციის თითოეული ზონისათვის რეკომენდებულია შესაფერისი მინდვრის, საკვები და სპეციალური თესლბრუნვის რამდენიმე სქემა, რაც საშუალებას იძლევა ზონის შიგნით კონკრეტული პირობებისათვის, ნიადაგის თვისებების, რელიეფისა და ტენით უზრუნველყოფის გათვალისწინებით შეირჩეს თესლბრუნვის ყველაზე მორგებული ვარიანტი. ვაკე (5–მდე), 5–10 და 10–15 – ით დახრილობის ფერდობებისათვის ეს სქემები განსხვავდება ერთმანეთისაგან მთლიანსათესი (მათ შორის მრავალწლიანი ბალახების) და სათოხნი კულტურის შეფარდებით. დახრილობის გადიდების კვალობაზე იზრდება მთლიანსათესი კულტურის (თავთავიანები, ბალახები და ა. შ.) და მცირდება სათოხნების ხვედრითი წილი.