თესლბრუნვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
თუ თესლბრუნვაში სუფთა ანეულია, იგი უმჯობესია გამოყენებულ იქნეს საშემოდგომო მარცვლოვნების დასათესად, ხოლო ამ უკანასკელის ნაწვერალზე განთავსდეს საგაზაფხულო თავთავიანი კულტურა. ნათესების სტრუქტურა თესლბრუნვა უნდა გამომდინარეობდეს სასოფლო–სამეურნეო ნათესების დაწესებული სტრუქტურიდან. ნათესების სტრუქტურა გამოსახავს კულტურების შედგენილობას და პროცენტულ თანაფარდობას. ნათესების სტრუქტურით აღინიშნება: 1. [[მარცვლოვნები]], მათ შორის სამარცვლე სიმინდი, 2. ტექნიკური კულტურები: [[შაქრის ჭარხალი]], [[თამბაქო]], [[მზესუმზირა]] და სხვა; 3. საკვები კულტურები, მათ შორის სასილოსე, მარცვლოვანი და ერთწლოვანი ბალახები მათი დანიშნულების მინიშნებით – თივად, მწვანე საკვებად, ბალახის ფქვილისათვის და სხვა; 4. [[კარტოფილი]]; 5. ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურები. ცალკე აღინიშნება თესლბრუნვაში შუალედური კულტურების მონაწილეობა, რომელიც გამოისახება სათესლბრუნვო ფართობის პროცენტით.
 
თესლბრუნვაში მონაწილეობე ძირითადი კულთურები, რომელთაც ესაჭიროებათ სავეგეტაციო პერიოდის მეტი ნაწილი და შუალედური კულტურები, რომლებიც მოყავთ ორ ძირითად კულტურას შორის დარჩენილი თავისუფალი დროის შუალედში. მათ ძირითადად იყენებენ ცხოველების საკვებად ( მწვანე საკვები, სენაჟი, სილოსი, ბალახის ფქვილი), აგრეთვე როგორც მწვანე სასუქს. შუალედური ნათესები მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ისინი ადიდებენ საკვების და აუმჯობესებენ მათ ხარისხს, [[ნიადაგი|ნიადაგს]] ამდიდრებენ ორგანული ნივთიერებებით, ხოლო პარკოსნები – აზოტითაც[[აზოტი]]თაც, იცავენ ნიადაგს წყლისმიერი და ქარისმიერი [[ეროზია|ეროზიისაგან]], აუმჯობესებენ მის სტრუქტურას და მთლიანად ხელს უწყობენ ნაყოფიერების ამაღლებას. შუალედური კულტურები თესვისა და მოსავლის აღების ვადების მიხედვით იყოფიან ადრეული გაზაფხულის, სანაწვერალო, საშემოდგომო სა შესათეს შუალედურ კულტურებად. ადრეული გაზაფხულის შუალედური კულტურები ითესება ზამთრის ბილოს ან ადრე გაზაფხულზე და მწვანე მასის მოსავალი მიიღება ძირითადი კულტურის თესვამდე. ასეთი ერთწლიანი პარკოსანი კულტურებია: ცერცველა, ბარდა, ცულისპირა, წმინდა სახით ან მარცვლოვნებთად – ქერთან, ჭვავთან ან შვრიასთან ერთად. სანაწვერალო შუალედური კულტურები ითესება და დამატებით მოსავალს იძლევა თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების შემდეგ. მათი თესვის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მათი ბიოლოგიური თავისებურებები. კერძოდ, სიმინდი, სორგო, სუდანურა, რომლებსაც შემოდგომის წაყინვები აზიანებს, უნდა დაითესოს საშემოდგომო თავთავიანების მოსავლის აღებისთანავე, ხოლო შვრია, მზესუმზირა და სხვა, როგორც წმინდად, ისე ერთწლიან პარკოსნებთან ნარევში შეიძლება დაითესოს მოგვიანებით.
 
საშემოდგომო შუალედური კულტურები, რომლებიც ითესება ზაფხულის[[ზაფხული]]ს ბოლოს ან [[შემოდგომა|შემოდგომის]] დასაწყისში, მოსავალს იძლევა იმავე წლის დასასრულამდე. მაგალითად, წმინდად ნათესი [[შვრია]], ან მასთან შერეული ცერცველა, ბარდა ან ცულისპირა. შესათეს შუალედურ კულტურებს მიეკუთვნება ისეთი ნათესები, რომელთა თესვა–მოყვანა ხდება ძირითადი კულტურებით დაკავებულ ფართობში დამატებითი მოსავლის მისაღებად. ამ მიზნით მიმართავენ, მაგალითად, გაზაფხულზე ნათეს იონჯაში შვრიის, სუდანურის, სორგოს ან სიმინდის შეთესვას. თესლბრუნვაში თითოეულ მინდორზე ჩვეულებრივ ერთიკულტურა ითესება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მინდორს ორ–სამ ნაწილად ყოფენ და იკავებენ მსგავსი ბიოლოგიურ–აგროტექნიკური თვისებების მქონე რამდენიმე კულტურით. ამ მინდორს ნაკრები მინდორი ეწოდება.
 
თესლბრუნვაში შეიძლება გვქონდეს როგორც წმინდად ნათესები, ისე რამდენიმე მცენარის ნარევი. ასეთებია: მრავალწლოვანი ბალახების ნარევი, სიმინდისა და სამარცვლე პარკოსნების ნარევები, ერთწლიანი პარკოსნებისა და მარცვლოვანების ნარევები და სხვა. გარკვეულ პირობებში, უმთავრესად სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ ადგილებში, მიმართავენ საფარქვეშ თესვას. მაგალითად მრავალწლიანი ბალახების თესვას ქერის ან ხორბლის საფარქვეშ, როცა ისინი ითესება გაზაფხულზე, ერთდროულად ან ჯერ ითესება შემოდგომაზე მარცვლოვანი (საფარი) კულტურა, მერე მისი აღმოცენება–მომაგრების შემდეგ, ადრე გაზაფხულზე ჯეჯილში შეითესება მრავალწლიანი ბალახები წმინდად ან ნარების სახით. ზოგიერთ თესლბრუნვაში რომელიმე მინდორზე გარკვეული პერიოდით, უმეტესად ერთი როტაციისათვის თესავენ მრავალწლიან ბალახებს და ეს მინდორი დროებით ითიშება თესლბრუნვიდან. ეს იქნება გამოთიშულ მინდვრიანი თესლბრუნვა. ეს გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა სათესლე მასალის სიმცირის გამო არ არის საშუალება ბალახი ყოველ წელიწადს დაითესოს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თესლბრუნვა“-დან