თესლბრუნვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 21:
თესლბრუნვაში შეიძლება გვქონდეს როგორც წმინდად ნათესები, ისე რამდენიმე მცენარის ნარევი. ასეთებია: მრავალწლოვანი ბალახების ნარევი, სიმინდისა და სამარცვლე პარკოსნების ნარევები, ერთწლიანი პარკოსნებისა და მარცვლოვანების ნარევები და სხვა. გარკვეულ პირობებში, უმთავრესად სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ ადგილებში, მიმართავენ საფარქვეშ თესვას. მაგალითად მრავალწლიანი ბალახების თესვას ქერის ან ხორბლის საფარქვეშ, როცა ისინი ითესება გაზაფხულზე, ერთდროულად ან ჯერ ითესება შემოდგომაზე მარცვლოვანი (საფარი) კულტურა, მერე მისი აღმოცენება–მომაგრების შემდეგ, ადრე გაზაფხულზე ჯეჯილში შეითესება მრავალწლიანი ბალახები წმინდად ან ნარების სახით. ზოგიერთ თესლბრუნვაში რომელიმე მინდორზე გარკვეული პერიოდით, უმეტესად ერთი როტაციისათვის თესავენ მრავალწლიან ბალახებს და ეს მინდორი დროებით ითიშება თესლბრუნვიდან. ეს იქნება გამოთიშულ მინდვრიანი თესლბრუნვა. ეს გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა სათესლე მასალის სიმცირის გამო არ არის საშუალება ბალახი ყოველ წელიწადს დაითესოს.
[[
ტენით უზრუნველყოფის პირობების მიხედვით სქემები იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ სარწყავ მიწებზე რეკომენდებულ თესლბრუნვებში სჭარბობს ტენისმოყვარული კულტურების ხვედრითი წილი, ხოლო ურწყავებისათვის სქემებში შეტანილია მეტნაკლებად გვალვაგამძლე კულტურები – [[სორგო]], [[სუდანური მზესუმზირა]] და სხვა. თესლბრუნვის შემოღების შესაძლებლობას განაპირობებს მიწათსარგებლობის პირობები — სახნავი მიწების ფართობი, ნაკვეთების სიდიდე, კონტურების სისწორე და ა. შ. მთიან რეგიონებში, სადაც მიწების სიმცირის გამო თესლბრუნვის შემოღება მოუხერხებელია, უნდა განხორციელდეს მიწათმოქმედების კულტურის ამაღლების ისეთი შედარებით მარტივი საშუალება, როგორიცაა ორ–სამ მინდვრიანი თესლბრუნვა, სადაც მიკლე როტაციაში იმორიგებენ (დროში) ზონაში არსებული კულტურები (მაგალითად, თავთავიანები, კარტოფილი, ერთწლიანი ბალახები, ან თავთავიანები, ერთწლიანი ბალახები, ან თავთავიანი, სასილოსე სიმინდი და სხვა) ან მოხდება ნაყოფცვლა ერთ მინდორზე და სხვა.
|