ლახვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

თავისუფალი ფაილი
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(წინა ვერსიაზე დაბრუნდა)
(თავისუფალი ფაილი)
[[ფაილი:ლახვარიMesa Verde spear and knife.jpegjpg|მინი|სანადირო ლახვარი და დანა [[მესა-ვერდეს ეროვნული პარკი]]დან]]
'''ლახვარი''' — საჩეხი და საჩხვლეტი იარაღი, რომელსაც იყენებდნენ პირისპირ ბრძოლისას ძვ. დროსა და შუა საუკუნეებში. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა წლებიდან გავრცელებული იყო [[მესოპოტამია]]ში, [[კავკასია]]სა და დასავლეთ ევროპაში. უძველესი ლითონის ლახვარი იყო საჩხვლეტი და საჩეხი. II ათასწლეულის ბოლო მესამედში გაჩნდა საჩხვლეტ-საჩეხი ლახვარი. I ათასწლეულის პირველ ნახევარში [[ევროპა]]ში, [[ამიერკავკასია]]სა და შუა აღმოსავლეთში არსებობდა გრძელი რკინის ლახვარი (ზოგჯერ ბრინჯაოს ტარით). მოკლე ლახვარი — აკინაკი გავრცელებული იყო სკვითებში. ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში. ევროპაში ქვეითი და ცხენოსანი ჯარი იყენებდა გრძელ საჩეხ ლახვარს. ძვ. [[რომაელები|რომაელებს]] ბრძოლისათვის ჰქონდათ მოკლე და ფართო ლახვარი — გლადიუსი, ცხენოსნებისათვის — გრძელი საჩეხი ლახვარი — სპატა.