გვატემალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 70:
=== დამოუკიდებლობის პერიოდი ===
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში ამერიკის ესპანურ კოლონიებში დაიწყო დამოუკიდებლობისათვის ომი. [[1821]] წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა [[მექსიკის იმპერია]]მ, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა გვატემალა. [[1823]] წელს მექსიკის იმპერია დაიშალა და მას გამოეყო [[კოსტა-რიკა]], [[სალვადორი]], [[ნიკარაგუა]], [[ჰონდურასი]] და გვატემალა, რომლებმაც შექმნეს [[ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკა|ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები]]. ფედერაცია [[1839]] წელს დაიშალა. წარმოიშვა დამოუკიდებელი გვატემალის რესპუბლიკა, რომლის პირველი პრეზიდენტიც გახდა [[მარიანო რივერა პასი]]. ქვეყანაში ძირითადად მიმდინარეობდა ლიბერალური და კონსერვატიული პარტიების კანდიდატების ბრძოლა პრეზიდენტის თანამდებობაზე. [[1873]]-[[1885]] წლებში ქვეყანაში ლიბერალი [[ხუსტო რუფინო ბარიოსი]]ს დიქტატურაა, ასევე ლიბერალები მართავენ ქვეყანას [[1898]]-[[1920]] წლებში [[მანუელ ხოსე ესტრადა კაბრერა]]ს მეთაურობით.
 
ლიბერალებისა და კონსერვატორების ტრადიციული ბრძოლა [[1944]] წელს დასრულდა, როდესაც ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. დიქტატორ [[ხორხე უბიკო კასტანიედა]]ს წინააღმდეგ მთელი ქვეყნის ოფიცრები, სტუდენტები და მასწავლებლები გამოვიდნენ. [[1945]] წლიდან პრეზიდენტია [[ხუან ხოსე არევალო]], რომელიც [[აშშ]]-სგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. [[1951]] წელს არჩევნებში იმარჯვებს [[ხაკობო არბენს გუსმანი]]. იგი ჩამოგდეს აშშ-ის მთავრობისა და [[ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო]]ს მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალიბის შედეგად, სახელმწიფოს სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა გენერალ [[კარლოს კასტილიო არმასი]]ს ხელმძღვანელობით. [[1957]] წელს იგი მოკლეს. მალე პრეზიდენტი ხდება [[ხოსე მიგელ რამონ იდიგორას ფუენტესი]] და ქვეყანაში იწყება [[გვატემალის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომი]], რომელიც [[1996]] წლამდე გრძელდება. სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს აწერს პრეზიდენტი [[ალვარო ენრიკე არსუ ირიგოიენი]].
 
[[2012]] წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია [[ოტო პერეს მოლინა]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გვატემალა“-დან