ლახვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|ლახვარი ლახვარი, საჩეხი და საჩხვლეტი...
(განსხვავება არ არის)

13:12, 6 იანვარი 2015-ის ვერსია

ლახვარი, საჩეხი და საჩხვლეტი იარაღი, რომელსაც იყენებდნენ პირისპირ ბრძოლისას ძვ. დროსა და შუა საუკუნეებში. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა წლებიდან გავრცელებული იყო მესოპოტამიაში, კავკასიასა და დასავლეთ ევროპაში. უძველესი ლითონის ლახვარი იყო საჩხვლეტი და საჩეხი. II ათასწლეულის ბოლო მესამედში გაჩნდა საჩხვლეტ-საჩეხი ლახვარი. I ათასწლეულის პირველ ნახევარში ევროპაში, ამიერკავკასიასა და შუა აღმოსავლეთში არსებობდა გრძელი რკინის ლახვარი (ზოგჯერ ბრინჯაოს ტარით). მოკლე ლახვარი — აკინაკი გავრცელებული იყო სკვითებში. ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში. ევროპაში ქვეითი და ცხენოსანი ჯარი იყენებდა გრძელ საჩეხ ლახვარს. ძვ. რომაელებს ბრძოლისათვის ჰქონდათ მოკლე და ფართო ლახვარი — გლადიუსი, ცხენოსნებისათვის — გრძელი საჩეხი ლახვარი — სპატა.

ფაილი:ლახვარი.jpeg
ლახვარი

ლიტერატურა

  • {ქსე|ტ.6|გვ.150}