ტუვალუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 261:
|ფურცლები = 2
}}</ref>
 
== ისტორია ==
არქიპელაგის ადრეული ისტორია საკმაოდ ცუდადაა შესწავლილი. ტუვალუს კუნძულები, სავარაუდოდ, დასახლებული იყო ჩვენი წელთაღრიცხვით 300—500 წლებში [[ტონგას კუნძულები]]დან და [[სამოას არქიპელაგი]]დან წამოსული ხალხით. მიუხედავად ამისა [[ნანუმანგა]]ს კუნძულზე აღმოჩენილი გამოქვაბული კოცონის კვალით შეიძლება ამტკიცებდეს იმას, რომ არქიპელაგი უფრო ადრე იყო კოლონიზირებული.
 
ტუვალუს პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა [[ესპანელები|ესპანელმა]] ზღვაოსანმა [[ალვარო დე მენდანია]]მ, რომელმაც კუნძულების გვერდით გაცურა 1568 წელს. მოგზაურმა არქიპელაგს სახელად დაარქვა «''ლაგუნის კუნძულები''». XVIII საუკუნემდე ტუვალუ რჩებოდა შეუმჩნეველი სხვა მეზღვაურებისთვის. მხოლოდ 1788 წელს კუნძულების ნაწილი აღმოაჩინეს [[ინგლისი|ინგლისელმა]] [[კაპიტანი|კაპიტნებმა]] [[ტომას გილბერტი|ტომას გილბერტმა]] და [[ჯონ მარშალი|ჯონ მარშალმა]]. 1819 წელს ტუვალუს კუნძულები გამოკვლეული იქნა [[კანადა|კანადის]] გემ «''რებეკას''» ბორტიდან, რომლის კაპიტანმა არქიპელაგს სახელად დაარქვა «''ელისის კუნძულები''», გემის მფლობელის პატივსაცემად.
 
XIX საუკუნის პირველ ნახევარში კუნძულების გვერდით ცურვა დაიწყეს ვეშაპების დამჭერმა გემებთან, მაგრამ მოსახერხებელი ადგილის არყოფნის გამო უცხოელების დასახლებები ვერ დაარსდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში არქიპელაგს ხშირად სტუმრობდნენ [[პერუ]]ელი მონათვაჭრები, რომლებმაც 1862 წლიდან 1864 წლამდე პერიოდში [[ფუნაფუტი]]ს და [[ნუკულაელაე]]ს ატოლებიდან გაიყვანეს 400 ადამიანზე მეტი. 1865 წელს ტუვალუს კუნძულებზე გადაჯდენ პირველი [[ქრისტიანობა|ქრისტიანი]] [[მისიონერობა|მისიონერები]] [[ლონდონის მისიონერთა საზოგადოება|ლონდონის მისიონერთა საზოგადოებიდან]].
 
1892 წელს არქიპელაგი გახდა [[ბრიტანეთის იმპერია|ბრიტანეთის იმპერიის]] [[პროტექტორატი]]ს ნაწილი ''ელისის კუნძულები'', ხოლო 1916 წელს — ბრიტანეთის კოლონია [[გილბერტის და ელისის კუნძულები]]ს ნაწილი. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს წლებში ტუვალუს კუნძულებზე განლაგებული იყო მოკავშირეთა სამხედრო ბაზა.
 
1974 წელს არქიპელაგზე ჩატარდა [[რეფერენდუმი]], რომლის შედეგადაც ელისის კუნძულები, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ [[პოლინეზიელები]], გამოეყო [[გილბერტის კუნძულები|გილბერტის კუნძულებს]], რომელზეც უპირატესად ცხოვრობდნენ [[მიკრონეზიელები]]. მომდევნო წელიწადს ელისის კუნძულები გახდა ბრიტანეთის ცალკე კოლონია ტუვალუ, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 1978 წელს.
 
== ტუვალუ და საქართველო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუვალუ“-დან