სიმონ ჯანაშია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 26:
'''სიმონ ჯანაშია''' (დ. [[13 ივლისი]]/[[26 ივლისი]], [[1900]], სოფელი [[მაკვანეთი]], [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი]], [[საქართველო]] — გ. [[5 ნოემბერი]], [[1947]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — ქართველი ისტორიკოსი, [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]] (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). სკკპ წევრი 1940 წლიდან. 1918 წელს დაამთავრა სოხუმის რეალური სასწავლებელი, 1922 წელს — [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი და [[ივანე ჯავახიშვილი]]ს წარდგინებით დატოვებულ იქნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1938 წელს უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
 
მამამისი [[ნიკოლოზ ჯანაშია (1872–1918)|ნიკოლოზ ჯანაშია]] იყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და ეთნოგრაფი. 1918 წელს სიმონ ჯანაშიამ დაამთავრა ქალაქ სოხუმის რეალური სასწავლებელი, [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] ცნობილ მეცნიერთა — [[ივანე ჯავახიშვილი]]ს, [[იოსებ ყიფშიძე|იოსებ ყიფშიძის]], [[აკაკი შანიძე|აკაკის შანიძის]], [[გიორგი ახვლედიანი]]ს და სხვათა ხელმძღვანელობით მიიღო საფუძვლიანი ისტორიულ-ფილოლოგიური და საენათმეცნიერო მომზადება.
 
1924 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ახალგაზრდობის წლები ჯანაშიამ ძირითადად [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] გაატარა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ნიკოლოზ ჯანაშია. 1926 წელს მიიწვიეს უნივერსიტეტში [[აფხაზური ენა|აფხაზური ენის]] ლექტორად, სადაც იგი 1937 წლამდე მოღვაწეობდა. 1930 წელს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს საბჭომ დოცენტად აირჩია, ხოლო 1935 წელს არჩეულ იქნა უნივერსიტეტის [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] კათედრის გამგედ და პროფესორად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ჯანაშია“-დან