ვარლამ სიმონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
 
==ბიოგრაფია==
დაამთავრა ორკლასიანი სასწავლებელი სოფელ [[შემოქმედი|შემოქმედში]]. 14 წლის ასაკში მიაბარეს მომღერალ-მგალობელიმგალობელ [[ანტონ დუმბაძე|ანტონ დუმბაძის]] მოსწავლე გახდა. უკვე 1901 წლიდან ვარლამ სიმონიშვილი [[ფილიმონ ქორიძე]]სთან ერთად გალობის მასწავლებლად მუშაობდა. ფილიმონ ქორიძის დახმარებით სიმონიშვილმა ისწავლა მუსიკალური ნოტები. [[1903]] წლიდან ჩამოაყალიბა გუნდები [[გურია]]სა და [[აჭარა]]ში და ხელმძღვანელობდა მათ. გარდა გუნდების ხელმძღვანელობისა, სიმონიშვილი საკუთარ ნაწარმოებებსაც წერდა. 1906 წელს შექმნა გურულ-აჭარული ხალხური სიმღერების გუნდი, სადაც გურულებთან ერთად შვილი ქობულეთელი შეიყვანა. [[არტემ ერქომაიშვილი|არტემ ერქომაიშვილთან]] და [[დიმიტრი პატარავა]]სთან ერთად ჩაწერა [[საგალობელი|საგალობელთა]] კრებული "11 მარგალიტი". 20-იანი წლებიდან სიმონიშვილი დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად, ხოლო 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის აბრეშუმის ქარხნის ოთხმოცდაათკაციან გუნდს.
 
სხვადასხვა დროს მისი მოსწავლეები იყვნენ ლოტბარები [[ესე ჭანიშვილი]], [[დომენტი ქარჩავა]], [[მარგალიტა სადრაძე]], [[შერმადინ ჭკუასელი]], [[ვარლამ ვაშალომიძე]], [[ილარიონ სიხარულიძე]]. 1946 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გარდაიცვალა [[1950]] წელს. დაკრძალულია [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედის მონასტრის]] ეზოში.