ისლამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამდენჯერმ → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 4:
ისლამის მიმდევარს ეწოდება [[მუსლიმი]] (ასევე ''მაჰმადიანი, მუსლიმანი ან მუსულმანი''). 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენენ.<ref>http://www.pewforum.org/2009/10/07/mapping-the-global-muslim-population/</ref> ისინი ძირითადად განსახლებული არიან [[ჩრდილოეთ აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]], [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთსა]] და [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზიაში]]. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – [[სუნიზმი|სუნიტურსა]] და [[შიიზმი|ში'იტურს]]. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები.

==ეტიმოლოგია==
სიტყვა ისლამი წარმოდგება არაბული სამთანხმოვნიანი ფუძისგან ს–ლ–მ ({{lang-ar|سلم}}), რომლის მნიშვნელობები საკმაოდ ფართოა – მისგან ნაწარმოები სხვადასხვა თემები შეიძლება ნიშნავდეს როგორც მორჩილებას, ასევე მშვიდობას, თავისუფლებასა<ref>Баранов Х. К. '''Арабско-русский словарь.''' 7-е изд. М.: Русский язык, 2001, ISBN 5-200-00699-6, с. 370. </ref> და სხვ.
==სწავლება==
ისლამური სწავლების ქვაკუთხედია მონოთეიზმი. ყურანის მიხედვით, ღმერთი არის ერთადერთი ({{lang-ar|الواحد}}; ''ალ–ვაჰიდ'')<ref>'''ბრძენი ყურანი,''' სურა არ–რა'დ, XIII, აია 16.</ref> და უბადლო ({{lang-ar|الأحد}}; ''ალ–აჰად'')<ref>'''ბრძენი ყურანი,''' სურა ალ–იხლას, CXII, აია 1.</ref>. არსებობის მიზეზი კი ღმერთის თაყვანისცემა <ref>'''ბრძენი ყურანი,''' სურა აზ–ზარიათ, LI, აია 56.</ref> და მისთვის თანაზიარის არგაჩენაა<ref>'''ბრძენი ყურანი,''' სურა ან–ნისა, IV, აია 48.</ref>.

ხაზი 17:
ქრისტიანობა ძირითადად ბიზანტიელი და ეთიოპელი ვაჭრებისა და მისიონერების საშუალებით ვრცელდებოდა, არსებობდა ეთიოპიელთა სავაჭრო უბნები არაბულ ქალაქებში. ასევე [[ნესტორიანობა|ნესტორიანელი]] და [[მონოფიზიტობა|მონოფიზიტი]] მისიონერები აქტიურად ქადაგებდნენ მთელ ნახევარკუნძულზე. ქრისტიანული თემის ცენტრად ქალაქი ნაჯრანი იყო მიჩნეული, რომლის მხარეშიც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი იყო.<ref>[http://www.fmo.unn.ru/files/2013/01/Religii-regiona.pdf Браницкий А. Г., Корнилов А. А. '''Религии региона.''' с. 64]</ref>
===ისლამის პირველი დღეები===
ისტორიულად, ისლამი იწყება [[610]] წელს, როცა [[მექა]]ში მუჰამმადმა ﷺ დაიწყო ქადაგება. ისლამის მიხედვით, მექის ახლომდებარე მთის, ჰირა'ას გამოქვაბულში, მას გამოეცხადა არსება, რომელმაც მას უბრძანა წაეკითხა, მაგრამ სამჯერ უარი მიიღო. ბოლოს ამ არსებამ წაუკითხა მას შემდეგი სიტყვები: ''იკითხე, შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა, შექმნა ადამიანი სისხლის ლეკერტისაგან, იკითხე! და შენი უფალი უკეთილშობილესია, რომელმაც ასწავლა კალამი, ასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა!'' მუჰამმადს ﷺ შეეშინდა, დაბრუნდა სახლში და ყველაფერი თავის ცოლს, [[ხადიჯა]]ს უამბო. ხადიჯამ დაამშვიდა იგი და დაჰპირდა, რომ ამ ყველაფერს თავის ბიძაშვილს, [[ვარაყა]]ს აცნობებდა, რომელიც ქრისტიანი იყო, სახარება და ბიბლიის ნაწილები გადმოთარგმნილი და ჩაწერილი ჰქონდა არაბულ ენაზე. ვარაყამ, როცა ეს ამბავი მოისმინა, მუჰამმადს ﷺ უთხრა, რომ მასთან გამოცხადებული არსება იყო ანგელოზი [[გაბრიელ მთავარანგელოზი|ჯიბრაილი]], ხოლო თავად მას მძიმე დღეები მოელოდა. თავის მხრივ ვარაყამ აღუთქვა მას მხარდაჭერა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა სიბერის გამო. <ref>صحيح البخاري، كتاب بدء الوحي، باب كيف بدء الوحي إلى رسول الله صلى الله عليه و سلم، ٣.</ref>

მუჰამმადი იწყებს საიდუმლოდ ქადაგებას. ისლამს იღებენ მისი ცოლი ხადიჯა, მისი ბიძაშვილი '[[ალი იბნ აბუ ტალიბი|ალი]], მისი მეგობარი [[აბუ ბაქრი]] და სხვები. [[613]] წელს მუჰამმადი ﷺ ღიად ქადაგებას იწყებს და მექელ წარმართთა არისტოკრატია მას დაუძინებელ მტრად ეკიდება. ისლამის მტრობით გამოირჩეოდნენ 'ამრ იბნ ჰიშამი, იგივე [[აბუ ჯაჰლი]] და მუჰამმადის ﷺ ბიძა, 'აბდულ–'უზზა იბნ 'აბდულ–მუტტალიბი, იგივე [[აბუ ლაჰაბი]]. ისინი ყველა საშუალებით ცდილობდნენ ხალხის დაშინებას, სახალხოდ დასცინოდნენ და შეურაცხყოფნენ მუსლიმებს, ემუქრებოდნენ მათ, ვისზეც ეჭვობდნენ რომ ისლამს მიიღებდა. აბუ ჯაჰლმა მოკლა სუმაია ბინთ ხაიატი, წარმართები აწამებდნენ ბილალს, სუმაიას ვაჟს 'ამმარს და სხვა მუსლიმებს, რომლებსაც გვარის მფარველობის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. [[613]] წელსვე მუჰამმადმა მუსლიმთა ნაწილს მოუწოდა, [[ჰიჯრა|გადასახლებულიყვნენ]] ეთიოპიაში. ეთიოპიის ნეგუსმა მიიღო ისინი, მაგრამ მათ მოჰყვა მექელ წარმართთა დელეგაცია, რომლებმაც მათი დაბრუნება მოითხოვეს. ნეგუსმა გამოჰკითხა მუსლიმები და როცა მოისმინა მათი პასუხი (გადმოცემით, ეს იყო სურა მარიამი), უარი უთხრა მექელებს დაებრუნებინა ისინი.<ref>http://www.ethiopolitics.com/articles/The_first_hijra.htm</ref>

[[616]] წელს ისლამი მიიღო [[უმარ იბნ ალ-ხატაბი|'უმარმა]], რომლის მოწოდებითაც მუსლიმებმა დაიწყეს ლოცვა სახალხოდ, ქა'აბასთან.
ხაზი 29:
მუჰამმადის ﷺ გარდაცვალების შემდეგ მის მოადგილედ, ანუ ხალიფად არჩეული იქნა [[აბუ ბაქრი]]. აბუ ბაქრს პირველი შეტაკება მოუხდა რჯულგანდგომილ ტომებთან, რომლებმაც მუჰამმადის ﷺ სიკვდილის შემდეგ უარყვეს აბუ ბაქრისდამი მორჩილება, ან გაჰყვნენ ახალგამოცხადებულ წინასწარმეტყველებს – მუსაილიმას, საჯჯასა და ტულაიჰას. მუსლიმებმა მოახერხეს მათი დამარცხება და სახალიფოს კონტროლის აღდგენა თითქმის მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამის შემდეგ მუსლიმებმა ერთდროულად შეუტიეს [[ბიზანტია]]სა და [[სასანიანები|სპარსეთს]], რომელთა დაპყრობა დაასრულა 'უმარმა.

ამავე პერიოდში ისლამი პირველად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შემოდის მუსლიმების არმია ჰაბიბ იბნ მასლამასა და სურაყა იბნ 'ამრის სარდლობით. ისინი [[დაცვის სიგელი|დაცვის სიგელს]] აფორმებენ [[ქართლი]]ს [[ქრისტიანობა|ქრისტიან]] [[ერისმთავარი|ერისმთავართან]], ხოლო მოსახლეობაში ისლამის საქადაგებლად წარმოგზავნილია ჯგუფი 'აბდურ–რაჰმან იბნ ჯაზ ას–სულამის თაოსნობით.<ref>http://www.islam.by/at/?id=257</ref>

თანდათანობითი გაფართოებით სახალიფოს ხელისუფლების ქვეშ მოექცა ტერიტორიები [[ესპანეთი]]დან [[სინდი|სინდამდე]], რამდენჯერმერამდენიმეჯერე ალყაში მოექცა [[კონსტანტინოპოლი]]ც. ამ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა ისლამი და მეტ–ნაკლებად არაბული კულტურაც. თუმცა შიდა დაპირისპირებებმა დაასუსტა სახალიფო. [[656]] წელს [[ხარიჯიტები|აჯანყებულებმა]] მოკლეს 'უმარის მემკვიდრე, [[უსმან იბნ აფანი|'უსმანი]]. ამავე აჯანყებულებმა მოახდინეს შინაომის პროვოცირება [[ალი იბნ აბუ ტალიბი|'ალისა]] და [[მუავია|მუ'ავიას]] შორის. საბოლოოდ, [[661]] წელს მათ ასევე მოკლეს 'ალი. ამით დასრულდა სახალიფოს პირველი პერიოდი და დაიწყო [[ომაიანები]]ს დინასტიის მმართველობის პერიოდი.
===დინასტიური სახალიფოები===
ომაიანთა სახალიფომ გააგრძელა ტერიტორიული ექსპანსია, მაგრამ მალევე ისინი წააწყდნენ სოციო–ეკონომიკურ პრობლემებს – მოსახლეობაში ისლამის გავრცელებასთან ერთად ჯიზიით მიღებული შემოსავალი მცირდებოდა. ამიტომ [[700]] წელს გამოიცა კანონი, რომლის თანახმადაც გამუსლიმებული ადგილობრივები აგრძელებდნენ ჯიზიის გადახდას და კვლავ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, [[მავალი]]ებად რჩებოდნენ. ამან შეაფერხა ისლამის გავრცელების პროცესი დაპყრობილ ხალხებში, ასევე ნოყიერი ნიადაგი შექმნა მათ შორის სექტანტური (ძირითადად, [[შიიტობა|ში'იზმის]] განშტოებების) სწავლებების გავრცელებისთვის.

ამ კანონს მრავალი წამყვანი მუსლიმი ღვთისმეტყველი დაუპირისპირდა, მათ შორის იმამი [[აბუ ჰანიფა]] ნუ'მან იბნ საბითი, რომელსაც მიეწერება ფრაზა: ''ახალგამუსლიმებული თურქი ისეთივე მუსლიმია, როგორც ჰიჯაზელი არაბი.'' ამ მიდგომებმა დააჩქარა ომაიანთა კრახი. აბუ მუსლიმ ალ–ხურასანიმ შეკრიბა ომაიანთა მმართველობით უკმაყოფილო სოციალური ფენები, არაარაბი მუსლიმები და წამოიწყო აჯანყება მათ წინააღმდეგ სახალიფოს აღმოსავლეთ ნაწილში, ხორასანში. [[750]] წელს ეს აჯანყება წარმატებით დასრულდა. ომაიანთა ხალიფა, მარვან II ([[მურვან ყრუ]]) გაქცევისას მოკლეს, ხოლო ომაიანთა გვარის გადარჩენილმა წევრმა, [[აბდ ალ-რაჰმან I|'აბდუ რ–რაჰმან იბნ მუ'ავიამ]] იბერიის ნახევარკუნძულს შეაფარა თავი.<ref>http://historyofislam.com/contents/the-age-of-faith/the-abbasid-revolution/</ref>

'[[აბბასიანთა]] მმართველობა თითქმის ხუთასი წლის მანძილზე გაგრძელდა. სწორედ მათი მმართველობის პერიოდს ემთხვევა [[ისლამური ოქროს ხანა]], როდესაც ისლამური სამყარო სამეცნიერო მიღწევების თვალსაზრისით დაწინაურდა. სახელმწიფო აფინანსებდა უცხოენოვანი სამეცნიერო ტრაქტატების თარგმნას, ხელფასს უხდიდა და მფარველობდა სამეცნიერო მოღვაწეებს. <ref>http://www.bbc.co.uk/programmes/b01k2bv8</ref> სამეცნიერო მოღვაწეობას ასევე ხელი შეუწყო ქაღალდის გავრცელებამ. [[756]] წელს 'აბბასიანმა ხალიფა [[ალ-მანსური|ალ–მანსურმა]] ტანის დინასტიას 4000 მეომარი გაუგზავნა ან ლუშანის აჯანყების ჩახშობაში დასახმარებლად. ამის შემდეგ ჩინელებსა და სახალიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა, რამაც განაპირობა ჩინური მიღწევების გავრცელება მუსლიმებს შორის, მათ შორის ქაღალდის. სახალიფოს ტერიტორიაზე ასევე დარჩა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ბიზანტიური, ირანული და ინდური კულტურისა. ამ უპირატესობებმა განაპირობა ისლამური ოქროს ხანის დაწყება. ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიცაა [[იბნ ალ-ჰაისამი]], [[იბნ სინა]], [[ალ–ჯაზარი]], [[იბნ ჰაზმი]], [[იბნ ან–ნაფისი]], [[მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი|ალ–ხვარაზმი]] და სხვები. [[859]] წელს [[ფესი|ფესში]] გაიხსნა [[ალ–ყარავიინის უნივერსიტეტი]]. ბაღდადში არსებობდა დარ ალ–ჰიქმა, რომელსაც უდიდესი ბიბლიოთეკა ჰქონდა.<ref>http://www.historyofinformation.com/expanded.php?id=1905</ref>

'აბბასიანთა პერიოდშივე დასრულდა ისლამში რელიგიურ–სამართლებრივი სკოლების, [[მაზჰაბი|მაზჰაბების]] ჩამოყალიბება. ასევე ფილოსოფიური ტრაქტატების გავრცელებამ ჩამოაყალიბა მისტიური მიმდინარეობა – [[სუფიზმი]]. სახალიფოს სათავეში 15 წლით ([[833]]-[[848]]) აღმოჩნდნენ [[მუთაზილიტები|მუ'თაზილიტური]] შეხედულების მქონე ხალიფები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ინკვიზიციის მსგავსი საგამოძიებო ორგანო. თუმცა ხალიფა [[ალ-მუთავაქილი|ალ–მუთავაქქილმა]] გააუქმა ეს ორგანო და მუ'თაზილიტებიც განდევნა თანამდებობებიდან.

'აბბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ გავლენებს ზღუდავდნენ ჯერ ბუიდთა დინასტია, ხოლო შემდეგ [[სელჩუკები]], რომლებიც მათ მხოლოდ რელიგიურ ხელისუფლებას უტოვებდნენ პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმიზაციის სანაცვლოდ. [[1258]] წელს [[მონღოლები|მონღოლებმა]] აიღეს [[ბაღდადი]], მოკლეს 'აბბასიანი ხალიფა ალ–მუსთა'სიმ ბი ლ–ლაჰი (მონღოლური ტრადიციით, სამეფო სისხლის დაქცევა უბედურების ნიშანი იყო, ამიტომ ჰულაგუმ ბრძანა ცოცხალი ხალიფა შეებოჭათ, ხალიჩაში გაეხვიათ და ცხენებით გაეთელათ, ხოლო მეორე გადმოცემით იგი თავის ხაზინაში ჩაკეტეს და შიმშილით მოკვდა<ref>http://www.executedtoday.com/2009/02/20/1258-al-mustasim-the-last-abbasid-caliph/</ref>). მონღოლებმა ასევე გაანადგურეს ბაღდადის დარ ალ–ჰიქმა, გადმოცემის თანახმად, ტიგროსში გადაყრილი წიგნების მელანმა მასში წყალი რამდენიმე დღით გააშავა.<ref>http://www.historyofinformation.com/expanded.php?id=294</ref>

'აბბასიანთა ბაღდადის სახალიფო განადგურდა, ხოლო ხალიფობის პრეტენდენტი, ალ–მუსთანსირ ბი ლ–ლაჰ II, მამლუქებმა შეიფარეს და გამოაცხადეს ხალიფად [[1261]] წელს. იგი მამლუქთა ლაშქართან ერთად გაემართა ბაღდადის დასაბრუნებლად, მაგრამ მონღოლებმა მოკლეს. მის ნაცვლად მამლუქებმა ხალიფად ალ–ჰაქიმი დანიშნეს. ამგვარად 'აბბასიანთა სახალიფომ არსებობა განაგრძო ეგვიპტის მამლუქთა პატრონაჟის ქვეშ [[1517]] წლამდე, როდესაც [[ოსმალეთი|ოსმალთა]] სულთანმა ხალიფის ტიტული ოფიციალურად გადაიბარა. <ref>http://web.archive.org/web/20080611061336/http://www.islampedia.com/MIE2/tarikh/105mouta.html</ref>

ამ პერიოდისთვის ისლამი სუფი დერვიშებისა და ვაჭრების საშუალებით გავრცელდა ისეთ ადგილებშიც, სადაც ისლამური მმართველობა არ ყოფილა, კერძოდ [[საჰელი|საჰელში]], [[შუა აზია]]სა და [[ციმბირი]]ს თათრებში, [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[ბენგალი|ბენგალში]], თანამედროვე [[ინდონეზია|ინდონეზიის]] ტერიტორიაზე და ა.შ. ოსმალებმა მიაღწიეს ვენას [[1529]] წელს, მაგრამ [[წმინდა ლიგა|წმინდა ლიგის]] ძალებმა ისინი უკუაგდეს.

ამავე პერიოდში [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა]] დინასტია ირანში ახორციელებს სუნიტების გაში'იტების პოლიტიკას. სუნიტ სწავლულებს მიეცათ არჩევანი დაეტოვებინათ ირანი, მიეღოთ ში'იზმი ან სიკვდილით დაისჯებოდნენ. თავის მხრივ ოსმალებიც ატარებდნენ ში'იტთა საწინააღმდეგო პოლიტიკას. XVIII საუკუნის შუა ხანებიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე [[იბნ თაიმია]]სა და [[იბნ ყაიიმ ალ–ჯავზიია]]ს სწავლებების მიმდევარმა ჰანბალი სწავლულმა, მუჰამმად იბნ 'აბდულ–ვაჰჰაბმა ჩამოაყალიბა სწავლება, რომლის თანახმადაც აუცილებელი იყო ისლამის ფესვებთან დაბრუნება. ეს სწავლება მსოფლიოში [[ვაჰაბიზმი]]ს სახელით გახდა ცნობილი.

ხაზი 43:
XX საუკუნიდან მუსლიმები ჩნდებიან ახალ ტერიტორიებზე – მრავალი მათგანი კოლონიებიდან მეტროპოლიაში მიემგზავრება, ასევე ისინი ჩნდებიან ამერიკაშიც. კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ ისლამის არნახული პოლიტიზაცია გამოიწვია. ისლამის ანტიკოლონიურ იარაღად ქცევის სათავეებთან იდგნენ [[იმამი შამილი]], ჯამალუდდინ ალ–აფღანი, ჰასან ალ–ბანნა, მუჰამმად 'აბდულლაჰ ალ–ჰასანი, მირზა 'ალი ხანი და სხვები.

ისლამის პოლიტიზაციამ გამოიწვია არამუსლიმი უმცირესობების მდგომარეობის გართულება მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებში. მუსლიმური ქვეყნები თითქმის მთლიანად დაიცალა იუდეველთა თემებისგან, რომლებიც [[ისრაელის სახელმწიფო]]სთან გაიგივდნენ, ხოლო ქრისტიანები ხშირად ხდებოდნენ ბრბოს სამართლის მსხვერპლი მას შემდეგ, რაც [[აშშ|ამერიკა]]მ მოახდინა [[ავღანეთი]]სა და [[ერაყი]]ს ოკუპაცია.
თავის მხრივ მუსლიმური უმცირესობები აღმოჩნდნენ მსხვერპლი კამბოჯაში პოლ პოტის რეჟიმისა, სადაც ნახევარ მილიონამდე მუსლიმი მოკლეს. მუსლიმები ინდოეთში თემთაშორისი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ, <ref>http://content.time.com/time/magazine/article/0,9171,428133,00.html</ref> [[2012]] წელს ბირმის არაქანის შტატში ბუდისტებმა დაწვეს მუსლიმთა სოფლები, 166 მუსლიმი მოკლეს. <ref>http://news.xinhuanet.com/english/world/2012-08/22/c_131800457.htm</ref> მუსლიმთა უფლებები იზღუდებოდა მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებშიც. ალბანეთში ენვერ ხოჯას რეჟიმმა აკრძალა ყოველგვარი რელიგიური პრაქტიკა, ხოლო მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებისა, არმია არ აძლევდა საშუალებას ისლამისტურ პარტიებს მიეღოთ ხელისუფლება [[ტუნისი|ტუნისში]], [[თურქეთი|თურქეთში]], [[ეგვიპტე]]სა და [[ალჟირი|ალჟირში]]. მრავალ ქვეყანაში აკრძალული იყო [[ჰიჯაბი]]თ სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესვლა. იძულებითი სეკულარიზაციის პოლიტიკას კვლავ ისლამის უკიდურესი პოლიტიზაცია მოჰყვა, იდეოლოგიურად ამას საფუძველი ჩაუყარეს [[საიდ ყუტბი|საიდ ყუტბმა]], რაშიდ ალ–ღანუშიმ, მარვან ალ–ჰადიდმა, 'აბდულლაჰ 'აზზამმა და სხვებმა. ამ იდეოლოგიის გავრცელებას მმართველობებმა წნეხის გაძლიერებით უპასუხეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული ამბოხებები, სამოქალაქო ომები, რომლებიც მოგვიანებით გლობალურ გასამხედროებულ ორგანიზაციებსა და ტერორიზმში გადაიზარდა.
==მიმდინარეობები==
===სუნიტები===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისლამი“-დან