ნაბადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ნაბადი''', მოთელილი [[მატყლი]]საგან დამზადებული წინ გახსნილი მთლიანი წამოსასხამი. XIX საუკუნის [[ქართველები|ქართველების]] და სხვა [[კავკასიელები|კავკასიელ]] ხალხთა ეროვნული კოსტიუმის ელემენტი, აქვს მთლიანი ზურგი და კალთები, ღრმად ამოღებული ყელი და განიერი მხრები, დანიშნულების მიხედვით მზადდება მოკლე ან გრძელი, მსუბუქი ან მძიმე, დაბალი ან მაღალხაოიანი. XIX საუკუნეში საუკეთესო ნაბადის წარმოებით განთქმული იყო [[ჩრდილოეთ კავკასია]], [[ყაბარდო-ჩერქეზეთი]], [[დაღესტანი|დაღესტნის]] მთიანეთი და [[ოსეთი]], ამიერკავკასიაში[[ამიერკავკასია]]ში — [[საქართველო]] ([[იმერეთი]], [[სამეგრელო]], [[სვანეთი]] და დუშეთის[[დუშეთი]]ს კუთხე). ნაბადის წარმოების ქართული ხალხური ტრადიციები ბოლოდრომდე კარგად იყო შემონახული შინამრეწველობაში. მაგალითად, სოფელი [[ჯვარი (ქალაქი)|ჯვარი]]ს (სამეგრელო) ერთ-ერთ უბანში, ჩქვალერში, ქალები ოჯახებში თარგის მიხედვით საუკეთესო გრძელბეწვიან მთლიან ნაბადებს თელავდნენ. ამ შრომატევად სამუშაოში შედიოდა მატყლის რეცხვა, ჩეჩვა „გაწვერგულება“, შეთელვა და სხვა. XIX საუკუნეში ნაბადი [[ჩოხა]]-[[ახალუხი|ახალუხთან]] ერთად ფართოდ გავრცელდა [[ყუბანი]]სა და [[თერგი]]ს [[კაზაკი|კაზაკობაში]] როგორც სამხედრო ამუნიციის ნაწილი, რომელმაც ხელი შეუწყო ქართულ-კავკასიური წარმოების ნაბადზე მოთხოვნილების ზრდას.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაბადი“-დან