რეისი 8501 Indonesia AirAsia: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''რეისი 8501 Indonesia AirAsia''' — ავიაკომპანია Indonesia AirAsia-ს რეგულარული სამგზა...)
 
No edit summary
== თვითმფრინავი ==
Airbus A320-216 ქარხნული ნომრით 3648 პირველი გაფრენა 2008 წლის 25 სექტემბერს შეასრულა და ქარხნული გამოცდების პერიოდში ატარებდქა სარეგისტრაციო ნომერს F-WWBZ. ამ თვითმფრინავის ორი ორკონტურიანი ტურბოვენტილატორული ძრავი იყო CFM International CFM56-5B6/3 მოდელისა, მგზავრთტევადობა — 180 ადგილი ეკონომ-კლასში (კონფიგურაცია Y180). 2008 წლის 16 ოქტომბერს ავიალაინერი ინდონეზიური ავიაკომპანია Indonesia AirAsia-ს ავიაპარკის შემადგენლობაში შევიდა, სადაც ახალი სარეგისტრაციო ნომერი მიიღო — PK-AXC. საერთო ჯამში თვითმფრინავმა 23 ათასი საათი იფრინა და 13,6 ათასი „აფრენა-დაფრენის“ ციკლი შეასრულა.
== მგზავრები და ეკიპაჟი ==
ავიაკომპანია AirAsia-მ გამოაქვეყნა 155 მგზავრის, მათ შორის 138 სრულწლოვანის, 16 ბავშვის და ერთი ჩვილის ვინაობა. ასევე ბორტზე იმყოფებოდნენ ეკიპაჟის 7 წევრი, მათ შორის 2 მფრინავი.