საქართველოს ეროვნული გვარდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ამოვიღე ძველი ტექსტი, + ახალი ინფორმაცია
ხაზი 1:
{{გადასაწერი}}{{Rq|ვიკი|სტილი|ექსპერტი|წყარო}}
{{მმ*|ეროვნული გვარდია}}
{{ინფოდაფა სამხედრო ნაწილი
|ნაწილის სახელი= საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი
Line 50 ⟶ 48:
'''საქართველოს ეროვნული გვარდია''' — სამხედრო ორგანიზაცია [[საქართველოს თავდაცვის სამინისტრო]]ს შემადგენლობაში დეპარტამენტის სახით. მისი დანიშნულებაა: [[საქართველოს შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა; სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება; საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა.
 
გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს, [[საქართველოს უზენაესი საბჭო]]ს გადაწყვეტილებით „საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებით, როგორც რესპუბლიკის [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო|შინაგან საქმეთა სამინისტროს]] შინაგანი ჯარები, რითაც დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. გვარდიის მიზანი იყო სსრკ-ს დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის პირობებში, თავდაცვის ეროვნული სამხედრო ძალების ფორმირება. 1991 წლიდან ემორჩილება თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს, ხოლო შემდგომ თავდაცვის სამინისტროს. 2000 წლიდან აშშ–ს ევროპული სარდლობის რეკომენდაციებით, ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, რომლის მიხედვითც სშძ-ის რეზერვის და მხარდამჭერი ოპერაციების ორგანიზაციად გარდაიქმნა.
 
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია წარმოადგენდა ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს. 600-ზე მეტმა გვარდიელმა სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შეწირა. 2000 წლამდე ეროვნულ გვარდიაში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწავლო ქვედანაყოფები, ხოლო 2000 წლიდან აშშ-ის ევროპული სარდლობისა და გენერალ პოიტრესის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები.
== ისტორია ==
 
საქართველოს თავდაცვის 2004-2006 წლის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება (ზურგის ოპერაციები), საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, შეიარაღებული ძალების შენაერთების, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.
===1990 წლის 20 დეკემბერი -- გვარდიის შექმნა===
 
საქართველოს რესპუბლიკის კანონი # 375. საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ.
 
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
 
1) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდია;
 
2) შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩამოყალიბდეს მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი იმავდროულად იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
 
3) შინაგან ჯარებს, ეროვნულ გვარდიას, მეთაურობს სარდალი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
 
კანონი შედგება ცხრა პუნქტისაგან და ძალაში შედის 1990 წლის 20 დეკემბრიდან.
 
 
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება (1990 წ. 15 ნოემბერი), მიღებულ იქნა დადგენილება “შინაგან ჯარებში-ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი ვალდებულების შესახებ” (1991 წ. 29 იანვარი).
 
* ეროვნული გვარდიის დაარსებიდან მცირე ხანში გაირკვა, კანონი ეროვნული გვარდიის შესახებ არ სრულდებოდა ეროვნული გვარდიის სარდალისა და ფაქტობრივად მთელი სარდლობის (რომელსაც სარდალი თ.კიტოვანი ნიშნავდა თანამდებობაზე - უმეტესწილად მისი პირადი მეგობრების წრიდან) მიერ - ისინი, სარგებლობდნენ რა გვარდიის სარდლის განსაკუთრებული სტატუსით (იხ. კანონის მე-3 მუხლი) - ფაქტობრივად გამოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მორჩილებიდან და ამდენად თანდათანობით დაუპირისპირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს.
 
* გვარდიის მატერიალურ-ტeქნიკური მომარაგება უმთავრესად ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებიდან. მაგრამ, გვარდიის სარდლობის თავნებობის ზრდასთან ერთად, მან დაიწყო გარკვეული ფინანსური და მატერიალური რესურსების თვითნებული მოკრება საბჭოთა სახელმწიფო საწარმოებიდან და კორუმპირებული კერძო პირებიდან. ამ საქმიანობაში გვარდიის სარდალს თ.კიტოვანს მხარში ედგა და დახმარებას უწევდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ.სიგუა - რომელთანაც თ.კიტოვანმა გარკვეული ალიანსი შექმნა.
 
* გვარდიის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება უმთავრესად ხდებოდა იმ ახალგაზრდებით - რომლებიც უარს აცხადებდნენ საბჭოთა არმიაში სავალდებულო სამსახურზე. ეროვნულ გვარდიაში ალტერნატიული სამსახური მათ გარკვეულწილად იცავდა საბჭოთა კანონებისაგან სამართლებრივი დევნისაგან.
 
* ეროვნული გვარდიის იარაღით მომარაგება მცირე ნაწილში ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსებიდან. მეორე მხრივ - გვარდიის შესაიარაღებლად გამოიყენებოდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო კათედრებზე არსებული სასწავლო იარაღი შესაბამისი რემონტის შემდეგ. გვარდიის პირადი შემადგენლობა რომელიც 1991 წლის მაისისათვის დაახლოებით 700 მებრძოლს ითვლიდა მსუბუქი იარაღით ასე-თუ-ისე შეიარაღებული იყო 30-40%-ით. ხელის იარაღის გარდა გვარდიას გააჩნდა აგრეთვე სასწავლებლების სამხედრო კათედრებიდან მობილიზებული რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი („ბმპ“ და „ბტრ“), ერთი ჰაუბიცა და ზვავთსაწინააღმდეგო სამსახურიდან მობილიზებული რამდენიმე საზენიტო ტიპის ზარბაზანი.
** შენიშვნა: შსს კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ 28 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანას “უკანასკნელი სამსახური” გაუწია, როცა სამინისტროს განკარგულებაში არსებული 25 ათასამდე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ამუნიცია სასწრაფო წესით რუსეთის ტერიტორიაზე გაიტანა.
 
* კიტოვანიმა და სიგუამ პრეზიდენტ გამსახურდიასთან ღია დაპირისპირების დაწყებისას რკონის ხეობაში მდებარე გვარდიის ბაზაში გაიყვანეს დაახლოებით 350 საუკეთესოდ შეიარაღებული გვარდიელი და პრაქტიკულად მთელი მძიმე იარაღი.
 
===1991 წლის აპრილი - უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობის შექმნა===
 
[[პრეზიდენტი|პრეზიდენტის]] ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც იქმნებოდა ეროვნული გვარდიის, საჯარისო ფორმირებების, უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ყველა ფორმირებებს და მათ შორის გვარდიასაც გულისხმობდა.
 
===1991 წლის 10 აპრილი - გაფრთხილება კრემლიდან===
 
- შეკითხვა: როგორია თქვენი პროგნოზი უახლოესი მომავლისათვის?
- პასუხი: ახალ პროვოკაციას უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, რომ შიდა ქართლის ამბებზე ინფორმაციასთან ერთად მოსკოვიდან სხვა ახალი ამბებიც მოდის. მაგალითად, '''სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრმა პუგომ გამოგვიგზავნა დეპეშა, რომელშიც ნათქვამია, თითქოს "უკანონო" იყოს ჩვენი შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის შექმნა'''. იგი იმოწმებს სსრკ პრეზიდენტის ბრძანებულებას უკანონო სამხედრო ფორმირებათა დაშლის შესახებ. ერთი სიტყვით დიდმასშტაბიან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. (პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას პრესკონფერენცია, 1991 წლის 10 აპრილი)
 
 
[[ფაილი:Tengizs-kitovani-rkonshi.jpg|მინი|250პქ|თენგიზ კიტოვანი რკონში]]
 
 
===1990 წლის 19 აგვისტო -- გვარდიის რეორგანიზაცია===
 
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 526 შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ. ეროვნულ გვარდიას მიენიჭა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი, გაუქმდა სარდლის თანამდებობა, ხოლო მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.
 
===1991 წლის 23 აგვისტო - გვარდიის სარდლის განთავისუფლება===
 
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 535 თ.კიტოვანის ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.
 
===1991 წლის 26 აგვისტო -- თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნა===
 
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი
 
===1991 წლის 26 აგვისტო -- ეროვნული გვარდიის სტატუსის შეცვლა===
 
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
 
===1991 წლის სექტემბერი -- ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შექმნა===
 
შეიქმნა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქობალია, ხოლო მის პირველ მოადგილედ და ამავე დროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად - როლანდ ლაკია.
 
===ეროვნული გვარდიის ხელახალი შექმნა დასავლეთ საქართველოში===
 
1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის პუტჩის პერიოდში ლეგიტიმურ ხელისუფლებას იცავდა ეროვნული გვარადიის ის ნაწილი რომელც არ გაჰყვა კიტოვანსა და სიგუას რკონის ხეობაში - დაახლოებით 200 მებრძოლის რიცხვოვნობით. ეს მებრძოლები გაჰყვნენ აგრეთვე პრეზიდენტ გამსახურდიას, როდესაც იგი იჯევანში ილტვოდა. პრეზიდენტ გამსახურდიას ჩეჩნეთში გადასვლის შემდგომ მისი ერთგული ეროვნული გვარდია ფაქტობრივად დაიშალა და მისი წევრების არსებითი ნაწილი სამხედრო საბჭოს მიერ რეპრესირებული იქნა.
 
ხუნტა შეეცადა მიემხრო პრეზიდენტისადმი ერთგული გვარდიელები „სტრუქტურებში ჩართვის“ შეპირებით ანუ დაპირებით აეყვანათ ისინი ხელფასიან სამსახურში ხუნტის შეიარაღებულ ძალებში - რის შედეგადაც იმედგაცრუებული გვარდიელების ერთი, მცირე ნაწილი მართლაც მიიმხრეს. ეროვნული გვარდიის იმ წევრების მიმართ, რომლებიც არ გახდნენ კოლაბორაციონისტები მიმდინარეობდა დაუნდობელი რეპრესიები.
 
„მხედრიონისა“ და კიტოვანის გვარდიის მიერ დასავლეთ საქართველოს ეგზეკუციების პერიოდში - როდესაც მათ ფართომასშაბოვანი ძარცვა მოაწყეს და მრავალი სისატიკე ჩაიდინეს - ძირითადად სამეგრელოში სტიქიურად ჩამოყალიბდა რამდენიმე მცირე პარტიზანული რაზმი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას იცავდნენ ძარცვისაგან და რომლებშიც გაერთიანდა პრეზიდენტ გამსახურდიას ერთგული გვარდიელების ნაწილიც.
 
პირველი ბრძოლა პარტიზანულმა რაზმებმა გაუმართეს „მხედრიონს“ მათ მიერ წალენჯიხის ძარცვის დროს 1992 წლის ზაფხულში, რომელსაც ახლდა მოსახლეობაზე დიდი ძალადობა და მკვლელობა-გაუთატიურებები. ელვისებურად ჩატარებულ წალენჯიხის ოპერაციისას „მხედრიონის“ რაზმი, რომელსაც პირადად ჯაბა იოსელიანი მეთაურობდა პრაქიკულად განადგურებული იქნა, ხოლო იოსელიანი ბრძოლის ველიდან გაიქცა. ამ ოპერაციის შემდეგ პარტიზანულმა რაზმებმა ხელთ ჩაიგდეს რამდენიმე ათეული საბრძოლო იარაღი და საკმაო საჭურველი - რამაც მათ საშუალება მისცათ კიდევ რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შედეგად მთლიანად გაენთავისუფლებინათ სამეგრელოს რეგიონი სამხედრო საბჭოს შეიარაღებული ბანდებისაგან.
 
ხელახალა შექმნილი ეროვნული გვარდიის მეთაურები და რიგითი წევრები - გვარდიელები მოხალისეებს წარმოადგენდნენ და შეიარაღებული იყვნენ საკუთარი (კერძო-პირადი, პრივატული) იარაღით. გვარდიის ტრანსპორტირებისათვის აგრეთვე კერძო-პირადი ტრანსპორტი (ავტოტრანსპორტი) გამოიყენებოდა. მოხალისური სისტემისა და საკუთარი შეიარაღებების ცენტრალიზებული მომარაგებით შეცვლა ვერ მოხერხდა (ვერც არსებული იარაღის ცენტრალიზებული კონტროლირება) და გვარდიის შეიარაღება კვლავ მოწინააღმდეგის განიარაღებით მოპოვებული იარაღით (ალაფით) ხდებოდა - რომელიც ალაფის მომპოვებელი რაზმის ხელში იყო. ალაფის მომპოვებელი რაზმი ჭარბ იარაღს ცვლიდა საჭურველში ან სატრანსპორტო საშუალებებსა და საწვავში.
 
1992 წლის ივნისში პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთ-სამეგრელოში) არსებული პარტიზანული რაზმები გაერთიანდნენ და ხელახლა შექმნეს ეროვნული გვარდია. მის მეთაურად და პრეზიდენტ გამსახურდიას სამხედრო რწმუნებულად დასავლეთ საქართველოში დაინიშნა პოლკოვნიკი ვახტანგ ქობალია. ამ პერიოდისათვის გვარდიის რიცხვოვნობა სამეგრელო-აფხაზეთში 200-250 მოხალისე-მებრძოლს აღწევდა.
 
აფხაზეთში ომის დაწყებიდანვე და განსაკუთრებით სოხუმის დაცვაში მონაწილეობდა გამსახურდიას ერთგული გვარდიის მებრძოლების თითქმის ნახევარი და განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოხუმის ბატალიონმა სოსო ჯომიდავას მეთაურობით.
 
პოლკოვნიკ ვ.ქობალიას პირადი მეთაურობით ჩატარებული იქნა აფხაზეთის ომის პრაქტიკულად ერთად-ერთი წარმატებული მასშტაბური ოპერაცია - როდესაც ტამიშის შესართავთან მოგერიებული და შემდგომ განადგურებული იქნა სეპარატისტების ძლიერი დესანტი - როდესაც გვარდიას ხელში ჩაუვარდა არსებითი რაოდენობის იარაღი და საჭურველი.
 
1993 წლის სექტემბრისათვის გვარდიის პირადი შემადგენლობის რიცხვოვნობა 400-450 მოხალისე-მებრძოლს აღწევდა (აფხაზეთიდან ლტოლვილ მებრძოლთა ჩათვლით) და მას გააჩნდა 4 მოძველებული ტანკი, 2 „გრადი“, რამდენიმე „ბმპ“ და „ბრდმ“.
 
პრეზიდენტ გამსახურდიას ერთგული გვარდია დასავლეთ საქართველოში დაიშალა რუსეთის საქსპედიციო კორპუსთან (რომელსაც ადმირალი ბალტინი მეთაურობდა) ბრძოლებისა და პრეზიდენტ გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==