პირის ღრუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:MundhöhleMouth illustration-Otis Archives.JPGjpg|მინი|მარჯვნივ]]
 
'''პირის ღრუ''' ({{lang-la|cavum oris}}) — საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საწყისი ნაწილი, სადაც მიმდინარეობს საკვების პირველადი ქიმიური და მექანიკური დამუშავება. პირის ღრუ შემოსაზღვრულია წინიდან და გვერდებიდან - ტუჩებითა და ლოყებით, ზემოდან - მაგარი და რბილი სასით, ქვემოდან - პირის ღრუს ფსკერით. იგი წარმოადგენს ორგანოთა ერთობლიობას (ენა, ტუჩები, კბილები, სანერწყვე ჯირკვლები, პაროდონტი, ყბები), რომელთა კოორდინირებულ მოქმედებას ანხორციელებს [[ცენტრალური ნერვული სისტემა]].
ხაზი 22:
===ინერვაცია და სისხლმომარაგება ===
სასის, ტუჩების, ლოყების ლორწოვანი გარსის, აგრეთვე, კბილებისა და ენის წინა 2/3 -ის მგრძნობიარე ინერვაციას ანხორციელებს [[სამწვერა ნერვი]]. ენის უკანა მესამედის მგრძნობიარე ნერვია ენა-ხახის ნერვი (IX წყვილი), რომელიც გარდა ამისა აღიქვამს ამ ნაწილის გემოვნებით გაღიზიანებასაც. პირის ღრუს ორგანოების სისხლმომარაგებას ანხორციელებს გარეთა საძილე არტერიის აუზი.
== ტუჩები ==
 
[[ფაილი:Mouth.jpg|მარჯვნივ|მინი]]
ტუჩები შედგება კუნთოვანი შრისაგან, რომელიც გარედან დაფარულია [[კანი]]თ, ხოლო პირის ღრუს კარიბჭის მხრიდან - გაურქოვანებელი მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით. ლორწოსქვეშა შრე არ არის, მაგრამ ლორწოვანი გარსისა და კუნთოვანი შრის საზღვარზე დიდი რაოდენობითაა განლაგებულიმცირე სანერწყვე ჯირკვლები, რაც ტუჩებს ანიჭებს სირბილეს. ტუჩების წითელი ყაეთანი დაფარულია მრავალშრიანი გარქოვანებული ეპითელიუმით. ამ ზონაში არის ცხიმის ჯირკვლებიც.
== ლოყა ==
ლოყების ლორწოვან გარსს აქვს კარგად გამოხატული ლორწქვეშა შრე, რის გამოც ლოყის ლორწოვანი გარსი მოძრავია. პირის გაღებისას იგი გლუვია, ხოლო დახურვის დროს ხდება ნაოჭიანი. ხშირად, განსაკუთრებით თუ ლოყის სისქეში ჭარბადაა ცხიმოვანი ქსოვილი, ლორწოვან გარსზე მოჩანს კბილების ანაბეჭდები. ლოყის ლორწოვან გარსზე, ზედა მეორე მოლარის დონეზე პირის ღრუში იხსნება [[ყბა-ყურა ჯირკვალი]]ს სადინარი. ლოყის ლორწოვან გარსში, უშუალოდ ეპითელიუმის ქვეშ, განლაგებულია ცხიმოვანი ჯირკვლები (ფორდაისის ჯირკვლები), რომლებიც ზოგჯერ წარმოქმნიან მოყვითალო კონგლომერატებს.
== მაგარი სასა ==
აქ წარმოდგენილ ლორწოვან გარსს აქვს სხვადასხვაგვარი აგებულება. სასის ნაკერის მიდამოში და კბილებთან მიმდებარე უბნებში არ არის ლორწოსქვეშა შრე. ამის გამო ლორწოვანი გარსი მჭიდროდ არის შეხორცებული პერიოსტეუმს. მაგარი სასის წინა ნაწილში ლორწოსქვეშა შრე შეიცავს ცხიმოვან ქსოვილს, ხოლო უკანა ნაწილი - ლორწოვან ჯირკვლებს, რაც ამ უბნის ლორწოვანს ანიჭებს დამყოლისუნარიანობას. ზედა ყბის საჭრელების მახლობლად სასაზე არის საჭრელი დვრილი, რომელიც შეესაბამება ძვლოვან სასაზე არსებულ საჭრელ არხს. მაგარი სასის წინა მესამედში, სასის ნაკერიდან სხვადასხვა მხარეს მიემართება 3-4 ნაოჭი
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.medgeo.net/2009/11/25/oral_cavity/ პირის ღრუ (ქართული]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პირის_ღრუ“-დან