გინგივიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 5:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გინგივიტის პირველადი მიზეზია [[კბილი]]ს მიკრობული ნადები, რადგან ამ უკანასკნელში არსებული მიკროორგანიზმების ასოციაციები იწვევენ ანთებითი ცვლილებების განვითარებას. მიკროორგანიზმებისა და მათი ტოქსინების ზემოქმედების მიმართ ქსოვილების რეაქციის მოდიფიკაციას ახდენენ სისტემური ფაქტორები. [[მიკრობული ნადები]] მოთავსებულია კბილის [[პელიკულა]]ზე. მის საფუძველს შეადგენს [[პოლისაქარიდები]]სა და [[პროტეინები]]ს კომპლექსი. ძირითადი [[არაორგანული]] კომპონენტებია [[კალციუმი]], [[ფოსფორი]], [[მაგნიუმი]], [[კალიუმი]], [[ნატრიუმი]], რომლებიც დაკავშირებულია ორგანულ მატრიცასთან.
კბილის ნადებში მიკროორგანიზმები მკვიდრდებიან გარკვეული კანონზომიერებით: 2-3 დღის შემდეგ ჩნდება [[გრამუარყოფითი]] და [[გრამდადებითი]] [[კოკები]]. 4-6 დღის შემდეგ - [[ფუზობაქტერიები]]; მე-7 დღეზე [[სპიროქეტები]]. მიკროორგანიზმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია გინგივიტის განვითარებისათვის Str. sanguis, Str. mutans, Bac. melanogenicus, Actinomyces viscosus, Fusobact. nucleatum. მიკრობული ნადების მაგარი ნაშთის 70% -ზე მეტს შეადგენენ მიკროორგანიზმები. ნადების გასქელებისთანავე მის სიღრმეში შეიმჩნევა [[ანაერობული]] მიკრობების სიჭარბე და [[სტრეპტოკოკი]]ს რიცხვის შემცირება.
მიკრობული ნადების წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორებია კბილების ცუდი თვითწმენდა, მათი ცუდი მოვლა და [[პირის ღრუ]]ს სითხისა და [[ნერწყვი]]ს რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები. კბილების ცუდი თვითგაწმენდა აღინიშნება რბილი საკვების მიღებისა და საკვებ ულუფაში [[ნახშირწყლები]]ს სიჭარბის დროს. აგრეთვე, ამას ხელს უწყობს საკვების ნარჩენების დაყოვნება [[კარიესი]]თ დაზიანებულ კბილებში. ნერწყვისა და პირის ღრუს სითხის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები, ხელს უწყობს კბილის ნადების წარმოქმნასა და დაგროვებას. ნერწყვის რაოდენობის შემცირება, [[ჰიპოსალივაცია]], [[ქსეროსტომია]], აუარესებს საკვების ნარჩენების მექანიკურ მოციელბას. გარდა ამისა ქვეითდება ნერწყვის დამცველობითი ფუნქცია, ამ უკანასკნელში [[ლიზოციმი]]ს, [[ლიპაზა]]ს და [[იმუნოგლობულინი]]ს შემცირების გამო. დამტკიცებულია (კლინიკური დაკვირვებებით, ასევე ექსპერიმენტულად) მიკრობული ნადების ეტიოლოგიური როლი გინგივიტის განვითარებაში. მაგალითად, 10-20 დღის მანძლზე კბილების გაწმენდისგან თავშეკავება იწვევს გინგივიტის განვითარებას, თმცა პროცესი შექცევადია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პაროდონტის ანთებითი დაავადებების( გინგივიტი, პაროდონტიტი) განვითარებაში, რბილი ქსოვილების განვითარების ანომალიებს: ვიწრო კარიბჭე, [[პორწოვანი გარსი]]ს გამოხატული ჭიმები, [[ტუჩი]]სა და ენის ლაგმის მიმაგრების ანომალიები და სხვა. ზოგადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ენდოკრინული დაავადებები ([[შაქრიანი დიაბეტი]], [[იცენკო-კუშინგის დაავადება]]) ნერვულ-სომატური დაავადებები ( [[რევმატიზმი]], [[ოლიგოფრენია]]) და სხვა.
 
=== კლასიფიკაცია ===
ხაზი 27:
# ზოგადი
 
=== მკურნალობა ===
პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების მკურნალობის მიზანია ეტიოტროპული ფაქტორების მოცილება, [[პაროდონტი]]ს შემადგენელი ელემენტების სტრუქტურული და ფუნქციური თვისებების აღდგენა, დაავადების პათოგენეზურ რგოლებზე ზემოქმედების გზით. მკურნალობა მოიცავს : ეტიოტროპულ თერაპიას, რომელიც მიზნად ისახავს გამომწვევი ფაქტორის ან ფაქტორების მოცილებას, პათოგენეზურ თერაპიას, რომელიც ითვალისწინებს ავადმყოფის დამცველობით-შეგუებითი მექანიზმების გაძლიერებას, აღდგენით თერაპიას (რეაბილიტაციას).
* ეტიოტროპულ თერაპიას, რომელიც მიზნად ისახავს გამომწვევი ფაქტორის ან ფაქტორების მოცილებას
* პათოგენეზურ თერაპიას
* თერაპიას, რომელიც ითვალისწინებს ავადმყოფის დამცველობით-შეგუებითი მექანიზმების გაძლიერებას
* აღდგენით თერაპიას (რეაბილიტაციას)
 
ეტიოტროპული თერაპია მოიცავს : პირის ღრუს ჰიგიენის შესწავლას, კბილის ნადების მოცილებას, უხარისხო ორთოპედიული კონსტრუქციების მოცილებას, კბილების მდებარეობის, თანკბილვის დარღვევების ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობას, მავნე ჩვევების მოცილებას და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გინგივიტი“-დან