არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary |
|||
ხალხი ყიდულობს გამძლე ან არახრწნად ფართო მოხმარების საგნებსა და ნივთებს, როგორც სიმდიდრის მარაგს, რათა აიცილონ მოსალოდნელი საფრთხეები ფულის შესყიდვის ძალის გაუფასურებისას, ისინი ქმნიან დეფიციტს მომარაგებულ ნივთებზე.
*ჰიპერინფლაცია
*
ინფლაციის მეტისმეტად ზრდამ შესაძლოა ხალხი იძულებული გახადოს სერიოზულად შეზღუდოს ვალუტის გამოყენება, რაც უფრო აჩქარებს ინფლაციის ტემპის ზრდას, მაღალი და მზარდი ინფლაციის ტემპი აბრკოლებს ეკონომიკის ნორმალურად მუშაობას და ზიანს აყენებს საქონლით მომარაგების უნარს. ჰიპერინფლაციას შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის ვალუტის გამოყენების მიტოვება. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეამ ეროვნულ ვალუტად საგარეო ვალუტა მიიღო (დოლარიზაცია).
*რესურსების განაწილების არაეფექტურობა
*
მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილება საქონლის მიწოდებისას გამოიწვევს შედარებითი ფასის ცვლილებას, რაც მყიდველებსა და გამყიდველებს გააფრთხილებს რესურსების თავიდან განაწილების შესახებ, რომელიც მორგებული იქნება ახალი ბაზრის პირობებზე. მაგრამ როდესაც ფასები ინფლაციისას მუდმივად იცვლება, ამიტომ ძნელია უტყუარი შედარებითი ფასების განსხვავება იმ ფასებისგან,რომლებიც ინფლაციის შედეგად შეიცვალა,რაზეც აგენტები სწრაფად ვერ რეაგირებენ. საბოლოო შედეგი კი რესურსების არაფექტური განაწილებაა.
*მენიუს ფასები
*
დიდი ინფლაციისას, ფირმებმა თავიანთი ფასები ხშირად უნდა შეცვალონ, რათა მიყვნენ ეკონომიკური მასშტაბების ცვლილებას. მაგრამ ხშირად ფასების ცვილელება ძვირიანი მოქმედებაა, რადგან საჭიროა ახალი მენიუს დამზადება და რაც მთავარია დამატებითი დრო და ძალისხმევაა საჭირო ამ ყველაფრის შესასრულებლად.
|