ბაკინგემის სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
178.134.2.69-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 4:
სასახლეს თავდაპირველად ''ბაკინგემის სახლი'' ერქვა და ის ბაკინგემის ჰერცოგისთვის აშენდა [[1703]] წელს. 1762 წელს მეფე [[ჯორჯ III]]-მ იგი საკუთარი კერძო რეზიდენციისთვის შეისყიდა. მომდევნო 75 წელიწადში სახლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა არქიტექტორების [[ჯონ ნეში]]სა და [[ედვარდ ბლორი]]ს მიერ — ცენტრალურ ეზოს ირგვლივ სამი ფრთა შემოემატა. ბაკინგემის სასახლე მონარქის ოფიციალური სამეფო რეზიდენცია გახდა [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|დედოფალ ვიქტორიის]] კორონაციის დროს 1837 წელს. ბოლო მნიშვნელოვანი არქიტექტურული დამატებები XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გაკეთდა — დამატებულ იქნა ვრცელი ფრთა ფასადით აღმოსავლეთის მდელოსკენ, მარმარილოს თაღმა კი [[სპიკერს კორნერი|სპიკერს კორნერთან]] გადმოინაცვლა [[ჰაიდ-პარკი|ჰაიდ-პარკში]]. აღმოსავლეთის მთავარი ფასადი შეიმოსა პორტლანდის ქვით 1913 წელს, რამაც ბაკინგემის დღევანდელი „საზოგადოებრივი სახე“ შექმნა, ცნობილი აივნის ჩათვლით.
 
ბაკინგემის სასახლის ბაღები [[ლონდონი|ლონდონში]] უდიდესია კერძო ბაღთაგან; მისი თავდაპირველი დიზაინი ეკუთვნის კეპებილიტი ბრაუნს (ლანსელოტ ბრაუნი), მოგვიანებით იგი უილიამ ტაუნსენდ ვილტონმა და ჯონ ნეშმა გადააკეთეს. ხელოვნური ტბა 1828 წელს დასრულდა, მას წყალი [[ჰაიდ-პარკი]]ს სერპენტინის ტბიდან მოეწოდება. ავთნდილი და თინათინი ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდნენ პარიზში ლუვრში.
 
== ლიტერატურა ==