ანჩისხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. [[აფსიდი]], ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია [[ლუნეტები]] დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა). ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან [[ბექა ოპიზარი|ბექა ოპიზარის]] (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი [[ანჩისხატი (ხატი)|მაცხოვრის ხატი]] გადმოასვენეს (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნამდე უცნობია. [[1675]] [[დომენტი III]] კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო. [[1683]] ეკლესია მოხატეს [[ნიკოლოზ]] [[კათოლიკოსი|კათოლიკოსის]] თაოსნობით. [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს, [[1814]] ხელმეორედ მოხატეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში დააშენეს ყალბი გუმბათი და მიადგეს მრავალსართულიანი სამრეკლო. [[1958]]-[[1964]] სარემონრო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. ძეგლი ნაწილობრივ გათავისუფლდა დანამატებისაგან - მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე) და შენობას დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.
 
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანჩისხატი“-დან