ტუნისის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: არანაერი → არანაირი using AWB
ხაზი 24:
 
== წინაისტორია ==
მას შემდეგ რაც რომაელებმა კართაგენელები [[ეკნომის კონცხის ბრძოლა|ეკნომის კონცხთან]] ზღვაზე დაამარცხეს და [[ადისის ბრძოლა|ადისთან]] ხმელეთზეც უკუაქციეს, მათ უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა.
 
კართაგენში კი ელადელ დაქირავებულ ჯარისკაცებს შორის იყო ადამიანი სახელად [[ქსანთიპოსი]] [[სპარტა|სპარტიდან]]. იგი როგორც ჩანს გამოცდილი მეომარი იყო, და გააჩნდა ტაქტიკაზე საკუთარი შეხედულებები. მისი შეხედულებების შესახებ შეიტყვეს კართაგენელმა უხუცესებმა და ანდეს არმიის მხედართმთავრობა. ქსანთიპუსმა ჩაატარა მანევრები, რომლებშიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი გამოცდილება და დიდი მოწონება დაიმსახურა. წინა მხედართმთავრებისგან განსხვავებით, იგი დაბლობებში გადაადგილდებოდა, სადაც მხედრებს და სპილოებს ეფექტურად შეეძლოთ ბრძოლა. პოლიბიუსის თანახმად კართაგენელებს ყავდათ 12 000 ქვეითი, 4 000 მხედარი და ასამდე [[სპილო]].
 
მანევრების შემდეგ კართაგენელები [[ტუნისის ტბა|ტუნისის ტბისკენ]] გაეშურნენ. რომაელები მათგან 4 კმ.-ში<ref>10 სტადიუმი.</ref> დაბანაკდნენ. კართაგენულ ბანაკში ისეთი საბრძოლო განწყობა სუფევდა, რომ ქსანთიპოსმა ჩათვალა, რომ არ ღირს მომენტის ხელიდან გაშვება და დაიწყო ბრძოლისთვის მზადება.
 
== ბრძოლა ==
ქსანთუპოსმა სპილოები წინა ფლანგზე დააყენა. ფალანგა განალაგა ზურგში, ზომიერად მოშორებულად. დაქირავებულთა ერთი ნაწილი მან მარჯვენა ფრთაზე დააყენა, ხოლო მეორე ნაწილი, მსუბუქად შეიარაღებული, მხედრებთან ერთად დადგნენ ორივე ფრთის წინ. ბრძოლის ადგილამდე რომაელებს გრძელი მარშის გაკეთება მოუწიათ, თან გზაზე მათ მიმდებარე გორებიდან ქვებს ესვროდნენ. ამიტომ ბრძოლის დაწყებისას ისინი უკვე დაღლილები იყვნენ. რომაელებმა გადაკვეთეს მდინარე, რომელიც მათ და კართაგენელებს აშორებდათ, მათ იმედი ჰქონდათ რომ სწრაფი იერიშით დააბნევდნენ მტერს.<ref>ეს მხოლოდ [[აპიანე]]ს აქვს. პოლიბიუსი ამ მარშზე არაფერს არ წერს.</ref> სპილოებისგან თავის დასაცავად, რომაელების წყობაში წინ მსუბუქად შეიარაღებულნი იყვნენ, უკან [[მანიპული|მანიპულები]] იყვნენ, ხოლო მხედრები ფლანგებზე განლაგდნენ. ამრიგად რომაული წყობა უფრო მოკლე და ღრმა იყო, სპილოებისგან უკეთ დასაცავად, მაგრამ მხედრების წინააღმდეგ, რომელიც კართაგენელებს მეტი და უკეთესი ყავდათ, არანაერიარანაირი ზომები არ მიიღეს.
 
ქსანთიპოსმა სპილოები წინ გაუშვა, რომაული რიგების გასარღვევად, ხოლო მხედრებს უბრძანა რომაელთათვის ალყის შემორტყმა. რომაელებიც შეერკინნენ მტერს. კართაგენული მხედრობა რომაულზე გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო და ძალიან მალე უკუაქცია რომაული მხედრობა. რომაულმა მარცხენა ფრთამ თავი აარიდა სპილოებს და კართაგენულ მარჯვენა ფრთას დაატყა, უკუ აქცია და ბანაკამდე სდია. რომაელთა წინა რიგები კი სპილოებმა გადათელეს. უკანა რიგების სიმრავლის გამო, წყობამ კიდევ გარკვეულ ხანს გაძლო. მაგრამ შემდეგ უკანა რიგებს გარს კართაგენული მხედრობა შემოეხვია და მათ ბრძოლაში ჩართვა მოუწიათ. ის რომაელები კი, რომლებიც სპილოებს გადაურჩნენ და მათ უკან აღმოჩნდნენ, კართაგენულ ხელუხლებელ [[ფალანგა]]ს გადაეღარნენ და განადგურდნენ.
 
რომაელთა მდგომარეობა უიმედო გახდა. რომაელთა უმეტესობა ან სპლოებმა გათელეს ან კართაგენელი მხედრების [[შუბი|შუბებისგან]] იხოცებოდნენ. ცოტამ მოახერხა გაქცევა. ვინაიდან უკან დახევა დაბლობზე ხდებოდა, სადაც სპილოები და მხედრები თავისუფლად მოქმედებდნენ, ბევრი რომაელი დახევისას დაუღუპა. კონსულთან ერთად გაქცეული დაახლოებით 500 ადანიანი ტყვედ ჩავარდა.
 
კართაგენელებმა დაკარგეს 800 ადამიანი მარჯვენა ფრთიდან. მხოლოდ 2000 რომაელმა მოახერხა გადარჩენა. რომაელების დანაკარგები სხვადასხვა ავტორებს სხვადასხვანაერად აქვთ, თუმცა ყველა სემთხვევაში, დანაკარგები ძალიან სერიოზული იყო<ref>პოლიბიუსის თანახმად, საერთო რაოდენობიდან გადარჩენილი 2500-ის გამოკლებით 13 000ზე მეტი დანაკარგი არ იყო, ხოლო ევთროპიუსის, ოროზიუსის და აპიანეს თანახმად 30 000.</ref>. კონსული და მასთან ერთად გაქცეულები ტყვედ ჩავარდნენ. გაქცეულმა ჯარისკაცებმა მოახერხეს [[ასპიდი|ასპიდში]] ჩასვლა და იქ გამაგრება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუნისის_ბრძოლა“-დან