დიუბუა დე მონპერე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა ორთოგრაფია
გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება
ხაზი 2:
'''მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე''' (Marie-Frédéric Dubois de Montpéreux; დ. [[1798]], მოტიე, [[შვეიცარია]] — გ. [[1850]], იქვე) — [[შვეიცარიელები|შვეიცარიელი]] მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი და [[გეოლოგია|გეოლოგი]]. ნევშატელის აკადემიის პროფესორი.
 
[[1831]]-[[1834]] წწ.წლებში იმოგზაურა [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ჩრდილოეთ სანაპიროზე, [[ყირიმი|ყირიმსა]] და [[ამიერკავკასია]]ში. შედეგები გამოაქვეყნა [[1839]]-[[1845]] წწ.წლებში, ექვსტომიან ნაშრომში (დიდი ატლასის დართვით), რომელშიც თავმოყრილია ძვირფასი ფაქტობრივი მასალა ქვეყნის ბუნებისა და სიძველეთა შესახებ. დიუბუა დე მონპერე საქართველოს გეოლოგიის პირველი მკვლევარია. მან შენიშნა [[კავკასიონი]]ს კრისტალური სუბსტრატის გამოსავლები [[დარიალის ხეობა|დარიალის ხეობასა]] და [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], აღნიშნა კავკასიონის ნაოჭა სისტემის ახალგაზრდა (გვიანმესამეული) ასაკი და სიმეტრიული აგებულება გარდიგარდმო ჭრილში. აღწერა საქართველოს დანალექი წყებების განამარხებული [[ფაუნა]] და შეადგინა [[საქართველო]]ს პირველი [[გეოლოგიური რუკა]].
 
დიუბუა დე მონპერე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხალხთა ისტორიის საკითხებს, ქართულ და სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. გამოთქვამდა მოსაზრებებს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თავისებურებათა და ისტორიის განვითარების შესახებ. მისი აზრით, ქართული ხუროთმოძღვრება ბიზანტიური და სომხური ხუროთმოძღვრების განშტოება ან ანარეკლი იყო. დიუბუა დე მონპერეს თეორიის სიმცდარე დაამტკიცეს ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა. მიუხედავად იმისა, რომ დიუბუა დე მონპერეს მიერ შემუშავებული კონცეფცია არასწორი იყო, მისი ნაშრომები მნიშვნელოვანია, რადგან მათში მოცემულია შემდგომში დაღუპული ან სახეშეცვლილი ძეგლების აღწერილობები და ჩანახატები.