სამშვილდე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 94.43.179.248-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
|||
ხაზი 71:
ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების [[დარბაზული ეკლესია]], დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.
სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესია ნაქალაქარის დასავლეთ უბანში, ცენტრალური გზია მარცხნივ, 10-ოდე მეტრში მდებარეობს. (N41˚30.541’E44˚29.565’El-838). 2014 წელს, ტაძრის რესრავრაციასთან დაკავშირებით საჭირო გახდა მისი არქეოლოგიური შესწავლა, რაც განახორციელა საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპეიდიციამ (ხელმძღვანელი დ. ბერიკაშვილი). გათხრების დასაწყისში, ეკლესიის სამხრეთ, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე სხვადასხვა სიმძლავრის ქვა-ღორღისაა და მიწის ფენა იყო მომდგარი. მხოსაგან. ტაძრის ინტერიერში არქეოლოგიური გათხრების ჩატარების აუცილებლობა არ იყო, ვინაიდან, აქ მტვრისა და ღორღის ფენის სისქე 5-10 სმ შეადგენდა და იატაკის დონის დასადგენად მხოლოდ პრეპარაცია იყო საჭირო.
გათხრითი სამუშაოები ტაძრის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ უბანზე 2.50 მ სიფართის თხრილის ერთდროულად გაჭრით დაიწყო. ჰუმუსოვანი ფენის აღებისთანავე თავი იჩინა მე-18-19 საუკუნეებისათვის დამახასიათებელმა კერამიკისა და მინის ფრაგმენტებმა. თუმცა, ნულოვანი ნიშნულიდან 1 მ-ზე დაღრმავების შემდეგ მასალა შეიცვალა და ძირითადად, გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი წითელკეციანი კერამიკით წარმოსდგა. ნაყარი ფენის სისქე ჩრდილოეთ ფასადთან 0.80-0.90 მ-ს აღწევდა. მისი მოხსნის შემდეგ გამოვლინდა ტაძრის ცოკოლი და ,,პერანგის“ ქვედა რიგის უზადოდ დამუშავებული, გათლილი ბაზალტის ქვები. როგორც ჩანს, აღნიშნული წყება ქვებისა გაძარცვისაგან სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ნაყრმა ფენამ გადაარჩინა. ასევე, 0.80-ოდე სმ-ს აღწევდა ტაძრის დასავლეთ კედელთან არსებული ნაყარის სიმძლავრე, რომლის აღების შემდეგ, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან, ნულოვანი ნიშნულიდან 1.10 მ-ით დაბლა თავი იჩინა განვითარებული შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელმა მოჭიქულმა კერამიკამ. მოჭიქული კერამიკის ორიოდე ნატეხი დაფიქსირდა ტაძრის ცოკოლის დონეზეც. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ უბანზე სამარხები საერთოდ არ გამოვლენილა. სამი, მიწით დაფარული საფლავის ქვა აღმოჩნდა ეკლესიის დასავლეთ ფასადის წინ, რომლებიც გათხრების დასრულების შემდეგ ცოკოლის დონეზე იქნენ გასწორებულნი.
შედარებით შრომატევადი იყო გათხრები წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ უბანზე, ვინაიდან აქ გასაწმენდი ფენის სისქე 1.20-1.40 მ-ს შორის მერყეობდა. აქაც, ჰუმუსის მოხსნისთანავე გამოჩნდა მე-18-19 საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კერამიკის რამდენიმე ნატეხი, ხოლო 40-ოდე სმ დაღრმავების შემდეგ გვიანდელი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი წითელკეციანი კერამიკის ფრაგმენტები. მას შემდეგ, რაც ამ უბანზე გათხრითი სამუშაოები დასრულდა და გაიწმინდა ტაძრის ცოკოლი, თხრილი სამხრეთის მიმართულებით 7 მ სიგანეზე გავაფართოვეთ და ფაქტიურად, მთლიანად გავწმინდეთ ტერიტორია ეკლესიის სამხრეთ კედლიდან ვიდრე მთავარი ქუჩის მარცხენა ყორემდე. ნაყარი ფენისაგან გაიწმინდა დაახ. 80 კვ.მ. ფართობი, სადაც, გამოჩნდა სხვადასხვა ზომის 5 საფლავის ქვა და ვარდულით გამშვენებული სამხრეთ სარკმელის ფრაგმენტი. აღსანიშნავია, რომ მსგავსად დასავლეთ ფასადისა, სამხრეთიდანაც, ცოკოლის დონეზე, ნულოვან ნიშნულინდა 1.10-1.30 მ-ზე დაფიქსირდა პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები, ღარისებური და ბრტყელი კრამიტის ნატეხები. წმ. გიორგის ტაძრის ინტერიერის პრეპარაციის შემდეგ რამდენიმე ადგილზე დაფიქსირდა კირით მოლესილი იატაკის დონე. მოლესილობის სისქე 2-4 სმ შორის მერყეობდა და წვრილი მინარევებით გამჭლევებულ კირხსნარის ფენას წარმოადგენდა.
არქეოლოგიური მასალა ტაძრის ინტერერში არ აღმოჩენილა. იგი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოვლინდა სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ უბნებზე და განსხვავებული პერიოდის არტეფაქტებით წარმოსდგება: ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკა, გეომეტრიული ან მცენარეული მოტივით. ფრაგმენტების სიმცირის გამო ძნელდება ჭურჭლების ზუსტი ზომების დადგენა, თუმცა, ცხადია, რომ ისენი საშუალო ზომი ჯამებსა და თეფშებს წარმოადგენდნენ. მსგავსი პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკა კარგადაა ცნობილი განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლებიდან (დმანისი, გუდარეხი, რუსთავი) და ძირითადად - XII-XIII სს-ით თარიღდებიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთი, ცისფრად მოჭიქული ნატეხი, რომელზეც ჭიქურ ქვეშ თეთრი ანგობით სქელი, თავმოკაუჭებული რკალია გამოხატული. მსგავსი თეთრი სქელი ანგობით მოხატული და ე.წ. ტალღისებური დეკორით გაფორმებული კერამიკა დამახასიათებელია XI ს-ით დათარიღებულ ძეგლებისათვის.
XVI-XVII სს-ს განეკუთვნება წითელკეციანი კერამიკის ის ფრაგმენტები, რომლებიც დოქების, ქოთნები, ჯამებისა და თეფშების ნატეხებია. ფორმით, კეცის სისქით, რელიეფუირ და ნაკაწრი ორნამენტით ეს კერამიკა გვიანდელი შუასაუკუნეების საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებულ მასალებთან პოულობს სიახლოვეს. ამ კერამიკის გარკვეულ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს ჭურჭლის Gყურებზე ,,ალისებური“ წანაზარდები, რომელთა მსგავსიც ამავე პერიოდის სხვა ძეგლების მასალებში არ გვხვდება. XVIII-XIX სს-ს განეკუთვნება შაბიამნისფრად მოჭიქული კერამიკისა და მინის ფრაგმენტები, რომლებმაც თავი ეკლესიის ირგვლივ, ჰუმუსოვანი ფენის მოხსნისთანავე იჩინა.
გათხრების დასრულების შემდეგ, ტაძრის სამხრეთით, 5 მ-ის დაშორებით გაიჭრა საძიებო შურფი (1.0×0.50 მ), რათა დაგვედგინა ამ უბანზე უფრო ადრეულ ფენების არსებობა. შურფში 0.80 მ-ის სიღრმეზე თავი იჩინა კლდოვანმა დედაქანმა.
===ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია===
===სამნავიანი ბაზილიკა===
|