ვილნიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎დაარსება და ისტორია: clean up, replaced: ადექვატ → ადეკვატ using AWB
ხაზი 47:
'''ვილნიუსი''' – [[ლიტვა|ლიტვის რესპუბლიკის]] დედაქალაქი დაარსდა [[1353]] წელს აღმოსავლეთ ლიტვაში, იქ სადაც [[მდინარე]] ნერისს მარცხენა მხრიდან მდინარე [[ვილია]] შეერთვის. თავად, ქალაქის სახელიც ამ მდინარისგან წარმოდგება და ნიშნავს ,,ქალაქს ვილიაზე." იგი ევროპის შუაგულში მდებარეობს. ევროპის გეოგრაფიული ცენტრი ვილნიუსის ცენტრიდან სულ 26 კილომეტრის დაშორებითა ჩრდილოეთით.
 
== დაარსება და ისტორია ==
 
ვილნიუსის დაარსებას ლეგენდა მისტიურ საბურველში ხვევს. იგი მოგვითხრობს რომ ერთხელაც ლიტვის დიდ ჰერცოგს, [[გედიმინასი|გედიმინასს]] შვენტარაგიოს წმინდა ველზე ნადირობისას როგორ შემოაღამდა და ღამის გათევა წმინდა ბორცვის ძირს გადაწყვიტა. (ამ დროს [[ლიტველები]] კვლავ წარმართულ კულტებს ეთაყვანებოდნენ). ძილში კი ესიზმრა წმინდა ბორცვის თავზე მდგომი რკინის მგელი, რომელიც ათასობით მგლის ხმის დარი ხმით ყმუოდა. მისანმა ჰერცოგს ასე აუხსნა ნანახის მნიშვნელობა–მას უნდა დაეარსებინა ქალაქი, რომელიც რკინის მგელივით ძლიერი იქნებოდა, მისი დიდების ხმა შორს გავარდებოდა ამ რკინის მგლის ხმის მსგავსად. ამ ქალაქს ათასობით მოქალაქე ეყოლებოდა, ზუსტად ისევე, როგორც რკინის მგლის ხმა ათასობით ხმას მოიცავდა...
ხაზი 61:
[[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] პროვინციულ ვილნას და ლიტვის სსრ დედაქალაქ ვილნიუსს არ დაუკარგავს თავისი ლიტვური სული. თუმცა რუსები ყველანაირად ცდილობდნენ მის რუსიფიცირებას. სრულიად ახალი დრო დადგა ვილნიუსისთვის მთელ ქვეყანასთან ერთად, როცა [[1990]] წელს ლიტვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ვილნიუსს პანევროპული ოჯახის ახალი წევრის მართვა დაევალა.
1998 წლის 1 აპრილს ვილნიუსში დაარსდა ხელოვანების დამოუკიდებელი რესპუბლიკა [[უჟუპისის რესპუბლიკა]] საკუთარი დროშით, ჰიმნით, კონსტიტუციით, მთავრობითა და პრეზიდენტით.
 
2009 წელს, [[ავსტრია|ავსტრიის]] ქალაქ [[ლინცი|ლინცთან]] ერთად ვილნიუსს პატივი ექნება უმასპინძლოს პანევროპულ კულტურის დღეებს. ამ გრანდიოზულ მოვლენას ადეკვატური ასახვა ექნება ვილნიუსისთვის. იგი ავსტრიის ქალაქ ლინცთან ერთად ევროპის დედაქალაქად გამოცხადდება [[2009]] წლისთვის.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* {{pl}} [http://www.dir.icm.edu.pl/pl/Slownik_geograficzny/Tom_XIII/492 Wilno] in the [[Geographical Dictionary of the Kingdom of Poland]] (1893)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვილნიუსი“-დან