კოდრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ქედი | სახელწოდება = კოდრი | ფაილი = Codrii dolna.jpg | ფაილის ზო...
 
No edit summary
ხაზი 24:
| რუკის წარწერა =
}}
'''კოდრი''' — მაღლობი [[მოლდოვა|მოლდოვის]] ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების რეუტისა და პრუტის შუამდინარეთში. სიმაღლე 430 მ (მთა ბალანეშტი, მოლდოვის უმაღლესი წერტილი). გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე. აგებულია მიოცენური ასაკის ზღვიური და კონტინენტური დანალექებით — თიხებით, მერგელებით, კირქვებით, ქვიშებით, ქვიშაქვებითა და მეოთხეული ლიასით. დამახასიათებელია ეროზიული რელიეფი, ზედაპირი ღრმად არის დანაწევრებული მდინარეებით, ღელეებითა და ხევებით. განვითარებულია მეწყერი, ადგილ-ადგილ — კარსტი. მაღლობი დაფარულია ტყით, სადაც ჭარბობს მუხა, წიფელი, რცხილა და სხვა. სულ 1000 მ-მდე სახეობის მცენარე გვხვდება. კოდრის მთისძირშია მდელო და ვენახი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდრი“-დან