ასასინები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Asabah2.jpg|მინი|ასასინების დამაარსებელი და მეთაური ჰასან იბნ საბაჰი]]
'''ასასინები''' ([[არაბ.]] ჰაშიშინ — ჰაშიშის მწეველი) — მასონური და მისტიკური ორდენი, რომელიც დააარსა [[ჰასან იბნ საბაჰი|ჰასან იბნ საბაჰმა]]. ისმაილიტთა მუსლიმანურ სექტაში [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] დამლევს მომხდარი განხეთქილების შედეგად [[ირანი|ირანში]] შექმნილი საიდუმლო სექტანტური ნეოისმაილიტური ორგანიზაცია. ასასინების, ანუ ნიზარიების სათავეში იდგნენ მსხვილი ფეოდალები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სუნიტ სელჩუკიანთა გამოჩენილ წარმომადგენლებთან ბრძოლას. ძალთა ნაკლებობის გამო ასასინები ინდივიდუალური მკვლელობის პოლიტიკას ახორციელებდნენ თავიანთი ფიდაების საშუალებით. 1090 წელს ორდენის დამაარსებელმა და მეთაურმა შეიხმა [[ჰასან იბნ საბაჰი|ჰასან იბნ საბაჰმა]] აიღო [[ალამუთის ციხე]] და ასასინების რეზიდენციად აქცია. შემდეგ ასასინებმა ბევრი სხვა მიუვალი ციხეც იგდეს ხელთ [[ირანი|ირანსა]] და [[სირია]]ში და შექმნეს თეოკრატიული სახელმწიფო. [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] დამდეგს ასასინების მოძრაობა გავრცელდა [[სირია]]სა და [[ლიბანი|ლიბანში]], სადაც ასასინები ჯვაროსნებს ებრძოდნენ. თანდათანობით ასასინების მეთაურებმა მიიტაცეს მათი ციხესიმაგრეების გარშემო მდებარე მიწები და ჩვეულებრივ ფეოდალებად იქცნენ. 1256 წელს [[მონღოლები|მონღოლებმა]] აიღეს ალამუთის ციხე და მოსპეს ასასინეწბიასასინები. [[ირანი|ირანში]], სირიასა[[სირია]]სა და [[ლიბანი|ლიბანში]], 1273 წელს ასასინებს ბოლო მოუღეს [[მამლუქები|მამლუქებმა]].<ref>{{ქსე|1|625||არა}}</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასასინები“-დან