ასასინები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
ამ მოვლენების შემდგომ ასასინების ქვეყანაში დაიწყო თვითმკვლელობების სერია, ჰასან საბაჰი არ ელოდა ასეთ შემოტრიალებას და ამიტომ დაამატა, სამოთხეში მხოლოდ ის მოხვდება ვინც მე მიწამებს და ერთგულად მემსახურებაო. ალბათ აღარ არის გასაკვირი რატომ კვდებოდნენ სიხარულით მისი გულისთვის.
 
თავიდან ასასინები არ იყვნენ შიიტი მუსლიმები, არამედ გახლდნენ სუფისტები (სუფიზმის მიმდევრები), ხოლო მოგვიანებით მიიღეს ოფიციალურად ისლამი ისიც თავის გადარჩენის მიზნით. ძალიან მჭიდრო კავშირში იყვნენ ტამპლიერებთან და მათთან ერთად იბრძოდნენ დამასკოს ასაღებად. მათ ლიდერი უშუალოდ თანამშრომლობდა ბალდუინბოლდუინ II-სთან როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ საკითხებში. ასევე 1105–1270წწ-ში ისინი საქართველოს სამხედრო მოკავშირეები იყვნენ.
 
ასასინების ფანატიკურობას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებდა. ალამუთში, მაგისტრს ჰქონდა ძალიან ლამაზი ბაღი, ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე. ასასინთა სექტაში გაწევრიანების მერე, ამ ახალ წევრს მოაწევინებდნენ ჰაშიშს, თვალებს აუხვევდნენ და ბაღში ჩასვავდნენ. ჰაშაშის ზემოქმედების ქვეშ მყოფს ყველაფერი ლამაზი ეჩვენებოდა, როდესაც ჰაშაში ზემოქმედებას შეწყვეტდა, ისევ გამოიყვანდნენ ბაღიდან და შემდეგ ეუბნებოდნენ, ახლა ჩვენ შენ სამოთხე გაჩვენეთო. თუ მოკვდები რელიგიის გულისთვის შენ ამ სამოთხეში მოხვდებიო. ამის გამო ისინი ყველაფერს ჩაიდენდნენ. იცოდნენ სად მიდიოდნენ, იცოდნენ ის ნეტარება რომელსაც იქ განიცდიდნენ, ამიტომაც დიდი სიხარულით კვდებოდნენ. ასასინებს ერთი ტერიტორიული სახელმწიფო არ ჰქონიათ. ისინი ფლობდნენ ციხეებს სხვადასხვა კუთხებში, ციხეებს რომლებიც აკონტროლებდნენ სავაჭრო გზებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასასინები“-დან