ჟან შარდენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
46.218.37.46-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა مانفی-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 3:
 
==ცხოვრება და მოღვაწეობა==
შარდენი [[1643]] წელს [[პარიზი|პარიზში]] პროტესტანულ ოჯახში დაიბადა. მამამისმა, შეძლებულმა იუველირმა, მას კარგი განათლება მიაღებინა და იუველირის საქმე ასწავლა. თუმცა ახალგაზრდა შარდენი, ოჯახური პროფესიისთვის მიყოლის ნაცვლად, [[ლიონი|ლიონელ]] ვაჭართან სახელად რესენი [[1665]] წელს [[სპარსეთი|სპარსეთსა]] და [[ინდოეთი|ინდოეთში]] მიემგზავრება, ნაწილობრივ ბიზნესისა და ნაწილობრივ საკუთარი თავგადასავლის ჟინის მოსაკლავად. წარმატებული მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც მან საფავიდი მონარქის [[შაჰი|შაჰ]] [[აბას II|აბას II-ის]] პატრონაჟი მიიღო, ის [[1670]] წელს საფრანგეთში ბრუნდება. მომდევნო წელს შარდენი თავისი მოგზაურობის აღწერას აქვეყნებს სახელწოდებით "Le couronnement de Soleïmaan troisième, roy de Perse" (ქართ.: სულეიმან მესამის, სპარსეთის მეფის, კორონაცია).
 
[[სურათი:sirchardinbookcover.jpg|მინი|240პქ|left|"სერ ჯონ შარდენის მოგზაურობა", 1988 წლის გამოცემა.]]
მოგვიანებით შარდენი აცნობიერებს, რომ საკუთარი პროტესტანტული წარმომავლობის გამო მას მშობლიურ საფრანგეთში კარიერაში წინსვლის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ამიტომ 1671 წელს ისევე სპარსეთს მიემგზავრება. მეორე მოგზაურობა გაცილებით თავგადასავლიანი გამოდგა ვიდრე პირველი. სპარსეთში ჩასვლამდე ის გადის [[სმირნა|სმირნას]], [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]], [[ყირიმი|ყირიმს]], [[კავკასია|კავკასიას]], [[სამეგრელო|სამეგრელოსა]] და [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთს]] და [[ისპაჰანი|ისპაჰანში]] მხოლოდ 1673 წელს აღწევს. სპარსეთში ოთხი წლის მოგზაურობის შემდეგ ის ისევ [[ინდოეთი|ინდოეთში]] ჩადის. ევროპაში [[კეთილი იმედის კონცხი|კეთილი იმედის კონცხის]] გავლით 1680 წელს ბრუნდება.
 
ამ დროისთვის [[ლუი XIV]]-ის მიერ პროტესტანტთა დევნა პიკს აღწევს. 1681 წელს შარდენი ისევ ტოვებს სამშობლოს და ამჯერად [[ლონდონი|ლონდონში]] სახლდება. აქ ის სამეფო კარის იუველირად დაინიშნა. [[ჩარლზ II|ჩარლზ II-მ]] მას [[რაინდი (წოდება)|რაინდობა]] უბოძა, და იმავე დღეს შარდენმა ესთერ დე ლარდინიერ პეინიეზე, ჰუგენოტი ლტოლვილი [[რუენი|რუენიდან]], იქორწინა. მათ შვიდი შვილი ეყოლათ. 1682 წელს სამეფო საზოგადოებამ (Royal Society) ის წევრად აირჩია. oeee
 
შარდენი შემდეგ რამდენიმე წელს [[ჰოლანდია|ჰოლანდიაში]] ატარებს ინგლისის [[ისტ ინდოეთის კომპანია|ისტ ინდოეთის კომპანიის]] წარმომადგენლად. 1686 წელს შარდენი მისი განთქმული "მოგზაურობის" პირველ ნაწილს აქვეყნებს. მისი ნამუშევარი დასრულებული სახით მხოლოდ 1711 წელს იბეჭდება [[ამსტერდამი|ამსტერდამიდან]], თვალისმომჭრელი სათაურით "Voyages de monsieur le chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'orient" (ქართ.: "ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე").
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან_შარდენი“-დან