ფარსადან გორგიჯანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.169.214.237-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვ...
ხაზი 24:
 
==ბიოგრაფია==
წარმოშობით გორიდან, აღიზარდა ქართლის მეფე [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ]]ის კარზე. ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ გაგზავნეს ირანში (ყაზვინი, გილანი) სხვადასხვა დავალებით. [[1656]] წელს როსტომმა, რომელიც [[შაჰი]]ს მიერ [[ისპაანი]]ს ტარუღად ([[მოურავი|მოურავად]]) იყო დანიშნული, გორგიჯანიძე თავის ნაცვლად გაგზავნა ირანის დედაქალაქში. შაჰმა მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ დართო ნება გორგიჯანიძეს, შესდგომოდა ისპაანის მოურავის მოვალეობის შესრულებას. 40 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იგი [[აბას II]]-ისა და სულეიმანის კარის სამსახურში. ცნობილია გორგიჯანიძის თხზულება „საქართველოს ისტორია“, რომელიც მას [[1696]] წელს დაუმთავრებია. მასში აღწერილია საქართველოს ისტორია გაქრისტიანების დროიდან [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] მიწურულამდე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს [[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVII საუკუნე|XVII]] საუკუნეების ისტორიის მომცველ ნაწილს, როგორც პირველხარისხოვან წყაროს. ნაშრომი უფრო ადრინდელი პერიოდის ამბების გადმოცემაშიც ბევრგან აზუსტებს და ავსებს ქართულ წყაროებს („ისტორიანი და აზმანი...“, „ჟამთააღმწერელი“) და, ამდენად, მნიშვნელობა ენიჭება „ქართლის ცხოვრების“ მეცნიერული ტექსტის დადგენისთვისაც. გარდა ქართულისა, გორგიჯანიძე სარგებლობდა სპარსული და სომხური წყაროებით. განსაკუთრებით უხვად იყენებდა სპარსელი ისტორიკოსის, ისქამდერ მუნშის, ნაშრომს.
 
გორგიჯანიძეს კარგად აქვს დანახული მისი დროის ირანის, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ფეოდალური საზოგადოების მანკიერი მხარეები, ცდილობს ისტორიული მოვლენათა მიზეზების ახსნას და ხშირად სწორ დასკვნებს იძლევა. გორგიჯანიძის თხზულება მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ირანის, ოსმალეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიისათვის. გორგიჯანიძე სუსტად ფლობდა ლიტერატურულ ქართულ ენას, წერდა ხალხური კილოთი. გორგიჯანიძეს ეკუთვნის აგრეთვე „ჯამი-აბასის“ (მუსლიმანთა სამართლის წიგნი) ქართული თარგმანი და სხვა. ჩვენამდე მოუღწევია გორგიჯანიძის ქართულ-არაბულ-სპარსულ ლექსიკონს, იგი ერთ-ერთი უძველესი ქართულ-უცხოენოვანი ლექსიკონია.