ჯონ სპენსერი (სნუკერისტი): განსხვავება გადახედვებს შორის

clean up using AWB
(clean up using AWB)
| მოქალაქეობა={{დროშა|ინგლისი}}
| პროფესიონალური კარიერა=1968—1991
| უმაღლესი რეიტინგი=[[სნუკერისტების ოფიციალურიმსოფლიო რეიტინგი 1977/1978 წლების სეზონზე|№ 2]]
| ამჟამინდელი რეიტინგი=
| საპრიზო ფული=
| სხვა ტურნირები=17
}}
'''ჯონ სპენსერი''' ({{lang-en|John Spencer}}; დ. {{დაბადების თარიღი|1935|06|18}}, [[რედკლიფი]], [[ინგლისი]] — გ. {{გარდაცვალების თარიღი|2006|06|11}}, [[ბოლტონი]], [[ინგლისი]]) — [[ინგლისელი]] პროფესიონალი [[სნუკერი]]სტი, [[სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი]]ს სამგზის ჩემპიონი. [[რეი რიარდონი|რეი რიარდონთან]] ერთად დომინირებდა თამაშში [[1970-იანები|1970-იანი წლების]] განმავლობაში.
 
== ადრეული წლები ==
სპენსერი თავისი წოდების დაცვისთვის მზად იყო [[1972]] წელს, მაგრამ ფინალში ვერ შეძლო [[ალექს ჰიგინსი]]ს დამარცხება. მან ეს მატჩი დათმო 32:37.
 
სნუკერის პირველ სეზონზე (1973/1974), როდესაც მეტი შეჯიბრი ტარდებოდა, ჯონმა მოიგო ტურნირი [[Norwich Union Open 1973|Norwich Union Open]] და გავიდა მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში. შემდეგ ორ სეზონზე მან გაიმარჯვა კიდევ სამ ტურნირზე, რომელთა შორისაც იყო [[მასტერსი (სნუკერი)|მასტერსი]]. თუმცა, სპენსერის კარიერაში უმთავრეს წარმატებად ითვლება [[1977]] წელს [[კრუსიბლის თეატრი|კრუსიბლის თეატრში]] მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება, როდესაც ფინალში [[კლიფ ტორბურნი]] დაამარცხა ანგარიშით 25:21. ამ მიღწევით ჯონი ფაქტობრივად ისტორიაში შევიდა, რადგან მხოლოდ მანამდე მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ შეძლო ჩემპიონატის სამჯერ მოგება. თუმცა ამაზე ის არ გაჩერებულა. მან გააგრძელა გამარჯვებების სერია, 1977/78 წლების სეზონზე გახდა [[Pontins Professional]]-სა და [[Irish Masters|Benson & Hedges Irish Masters]]-ის ტრიუმფატორი. ამ გრანდიოზული გამარჯვებების წყალობით სპენსერმა მეორე ადგილი დაიკავა [[სნუკერისტების ოფიციალურიმსოფლიო რეიტინგი 1977/1978 წლების სეზონზე|სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგში]].
 
დაახლოებით ამ დროს მას მნიშვნელოვნად გაუუარესდა მხედველობა და ახალი გამარჯვებების მოპოვება ინგლისელს უჭირდა. მიუხედავად ამისა, მან შეასრულა შესანიშნავი დუბლი [[1979]] წლის ტურნირ [[Holsten Lager International]]-ზე. მან არა მხოლოდ მოიგო იგი, არამედ პირველი [[მაქსიმალური ბრეიკი]] ოფიციალურ შეჯიბრებზე.