ფრედ დეივისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 36:
როდესაც [[1984]] წელს მსოფლიო ჩემპიონატი გაახლდა ([[1958]]-დან ის არ ტარდებოდა), დეივისმა დაბრუნება გადაწყვიტა. ის კვლავ გავიდა ფინალში, მაგრამ ამჯერად ვერ შეძლო ჯონ პალმენის დამარცხება და დაუთმო მას ტიტული „მოკლე“ მატჩში 19 გამარჯვებამდე. მიუხედავად იმისა, რომ დეივისი კიდევ ორჯერ გავიდა ფინალში, მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ჯონს. ფრედი დარჩა მსოფლიო ჩემპიონატის რვაგზის გამარჯვებულად, მან ვერ შეძლო თავისი უფროსი ძმის რეკორდის გამეორება, რომელმაც ტურნირი 15-ჯერ მოიგო.
 
როდესაც [[1976]] წელს პირველად შემოიტანეს [[სნუკერისტების ოფიციალური რეიტინგი|სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგი]], ფრედ დეივისმა ექვსი ქულით დაიკავა მე-4 პოზიცია, რაც 63 წლის ინგლისელისთვის ცუდი მიღწევა არ იყო. მაგრამ უფრო მაღლა რეიტინგში მან ვერ ააღწია.
 
[[1977]] წელს ფრედი დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (MBE), ერთი წლის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს მიაღწია, სადაც სამხრეთ აფრიკელ [[პერი მენსი|პერი მენსთან]] წააგო ანგარიშით 16:18.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრედ_დეივისი“-დან