მცხეთა-პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
როცა მიიღებს, შემდეგ დაიწეროს
ხაზი 25:
[[2011]] წლამდე იტევდა 3 000 მაყურებელს, რადგან იყო ხის გრძელი სკამები, ხელოვნური საფარის ნაცვლად იყო ბუნებრი, რომელიც ბოლო პერიოდში ცუდ მდგომარეობაში იყო, რის გამოც 2008-2009 წლის სეზონისთვის ფეხბურთის პროფესიონალურმა ლიგამ არ დართო მატჩიბის გამართვის ნება [[ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)|„ვიტ ჯორჯიას“]]. [[2009]] წლის [[9 ივნისი|9 ივნისს]] „ვიტ ჯორჯიასა“ და [[საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია|ფეხბურთის ფედერაციას]] შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ხელი მოაწერეს „ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა, შეთანხმების მიხედვით ფეხბურთის ფედერაცია მოედნის საფრის დაგების ვალდებულებას იღებდა, რომელსაც უეფა გზავნიდა საქართველოში პროგრამა "ჰეთთრიკის" ფარგლებში, ხოლო კლუბის მხარემ ვალდებულება აიღო გასახდელების, ტრიბუნის და მესერის რეაბილიტაციის. მინდვრის დაგება დროში გაიწელა, მისი მიზეზი იყო ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარი ცვლილებები, თუმცა [[2010]] წელს დაიგო ხალიჩა, რომელზეც ქვიშა და კაუჩუკი მოგვიანებით [[2011]] წელს დაიყარა. ტრიბუნაზე დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამები, რომლებიც „ვიტ ჯორჯიას“ ტრადიციულ ფერებში, თეთრსა და მწვანეშია, გარემონტდა და თავიდან გადაიხურა ვიპ-ლოჟა, სადაც დამონტაჟდა ტყავის სკამები, ხოლო მის ქვემოთ პრეს ლოჟა განლაგდა, სტადიონზე მუშაობს უკაბელო ინტერნეტი. განახლებული მცხეთა პარკი გაიხსნა [[2011]] წლის [[6 აგვისტო|6 აგვისტოს]], სადც ერთმანეთს შეხვდენენ „ვიტ ჯორჯია“ და [[დილა გორი (საფეხბურთო კლუბი)|გორის „დილა“]], თამაში მასპინძელთა უპირატესობით 4-3 დამთავრდა.
 
სტადიონის რეკონსტურუქციის პროექტი ამით არ დასრულებულა, გეგმაშია განათების სისტემის დამონტაჟება, საპირისპირო მხარეს ტრიბუნის აშენება, სადაც განთავსდება გასახდელები. აშენდება კარის უკანა ტრიბუნები. სტადიონის ტევადობა, სავარაუდოდ, 8 000 - 10 000 იქნება და მიიღებს მეოთხე კატეგორიას [[უეფა|უეფას]] სტანდარტის მიხედვით.
 
მცხეთა პარკიდან მოჩანს [[ჯვრის მონასტერი|ჯვრის მონასტერი]], [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი]] და [[სამთავროს მონასტერი|სამთავროს დედათა მონასტერი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მცხეთა-პარკი“-დან