ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 4 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1198166
clean up, replaced: | სახელი → | სახელწოდება, | წარწერა → | ტიტრი using AWB
ხაზი 1:
{{ინფოდაფა წიგნი
| სახელისახელწოდება = ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი
| მშობ_სახელი = Волшебник Изумрудного города
| მთარგმნელი =
| სურათი = Volkovbook1.jpg
| წარწერატიტრი = წიგნის გარეკანი, მხატვარი - ლეონიდ ვლადიმირსკი
| ავტორი = [[ალექსანდრე ვოლკოვი]]
| ილუსტრატორი = ლეონიდ ვლადიმირსკი
ხაზი 27:
== სიუჟეტი ==
 
ბოროტი ჯადოქრის, გინგემას მიერ გამოწვეული ქარიშხალი პატარა ფურგონს, რომელშიც გოგონა ელი და მისი ძაღლი ტოტო იმალებოდნენ, კანზასის შტატიდან გადაიტანს ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს უდაბნოსა და მთების მიღმა. მაგრამ კეთილ ჯადოქარ ვილინას შელოცვით, ფურგონი დაეცა გინგემაზე და გაჭყლიტა იგი. ვილინა ამცნობს ელის, რომ მას კანზასში მხოლოდ ჯადოქარი გუდვინი დააბრუნებს, რომელიც ზურმუხტის ქალაქში ცხოვრობს. ელი ყვითელი აგურით ნაგები გზით, ფეხსაცმლებით, რომლებიც ტოტომ გინგემასთან იპოვნა, მიემართება ზურმუხტის ქალაქისაკენ. მას დაუმეგობრდებიან საფრთხობელა, რკინის შეშისმჭრელი და ლომი. სამივეს სურთ საკუთარი სურვილების ასრულება. საფრთხობელა ოცნებობს ჭკუის მიღებაზე. შეშისმჭრელი უგულოა და ოცნებობს ნამდვილ გულზე, ხოლო ლომი მშიშარაა და ოცნებობს სიმამაცეზე.
 
ზურმუხტის ქალაქში მისულებს გუდვინი სხვადასხვა არსების სახით ეცხადება და ჰპირდება, რომ შეუსრულებს სურვილებს მხოლოდ მაშინ, როდესაც იასამნისფერი ქვეყანა გათავისუფლებული იქნება ბოროტი ჯადოქრის, ბასტინდას ბატონობისაგან. მოგზაურები მიდიან ბასტინდასთან, მაგრამ მათ თავს ესხმიან ჯადოქრის მსახურები - მფრინავი მაიმუნები, რომლებიც ატყვებებენ მეგობრებს.
 
ბასტინდამ იცის, რომ ელის ფეხსაცმლებში რაღაც ჯადოსნური ძალა იმალება და ამიტომ ცდილობს, წაართვას გოგონას ისინი. ერთ-ერთი მცდელობისას ელი მას ასხამს წყალს და ბასტინდა დნება. მისი ჯადოსნური ქუდი, რომელიც მართავს მფრინავ მაიმუნებს, ელის ხელში გადადის. გამარჯვებული მოგზაურები ბრუნდებიან გუდვინთან, მაგრამ ტოტო აღმოაჩენს მის საიდუმლო ოთახს, საიდანაც გამოვარდება მომცრო ტანის მამაკაცი. აღმოჩნდება, რომ გუდვინი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც უბრალოდ ააშენა ახალი ქალაქი და ყველა დააჯერა, რომ იგი ზურმუხტის არის (ქალაქის მაცხოვრებლები ატარებენ მწვანე ფერის სათვალეებს). აღმოჩნდება, რომ გუდვინი ასევე ოდესღაც კანზასში ცხოვრობდა. იგი მაინც უსაჩუქრებს მოგზაურებს ნემსებიან ტომარას (ტვინი), ნაჭრის გულს და დასალევ სითხეს (სიმამაცეს). ხოლო ელის იგი ჰპირდება, რომ მასთან ერთად შინ დაბრუნდება. მაგრამ გაფრენის დღეს ძლიერი ქარი წყვიტავს ბაწარს და ჯადოქარი ეულად მიფრინავს.