სამშვილდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესიის არქეოლოგიური შესწავლა საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის
სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესიის არქეოლოგიური შესწავლა. საქართველოს უნივერსიტეტი, დაემატა/შეს...
ხაზი 1:
{{მმ*|სამშვილდე (მრავალმნიშვნელოვანი)}}
{{ინფოდაფა სამხედრო ნაგებობა
| სამხედრო_ნაგებობის_სახელი =სამშვილდის ციხე
| infobox_width = 250px
| სურათი =Samshvilde fortress (Photo A. Muhranoff, 2010).jpg
| სურათი_ზომა =
| წარწერა =
| რუკა_ტიპი = საქართველო
| რუკა_ზომა =250
| რუკა_წარწერა =
| ადგილმდებარეობა =
| გეო = {{coord|41|30|26|N|44|30|20|E|}}
| პროვინცია =
| რაიონი =
| აშენების _წელი =
| აღდგენის წელი =
| სტატუსი =დანგრეული
| ფუნქციური_სტატუსი =
| მმართველი დინასტია =
| ვებ-გვერდი =
| ხუროთმოძღვრება =დიახ
| ხუროთმოძღვარი =
| ხუროთმოძღვრული_ტიპი =
| ხუროთმოძღვრული_სტილი =
| ფასადის_მიმართულება =
| ნოვატორული =
| თარიღდება = IV-III ათასწლეულით
| მშენებლობის_ფასი =
| დეტალები =დიახ
| ტევადობა =
| სიგრძე =
| მასალა =
| nrhp =
| added =
| refnum =
| designated =
| განედი = 41.507222
| გრძედი = 44.505556
| საერთო_მოიჯარე =
| ქვეყანა={{GEO}}
| გეგმა=
| გეგმა_ზომა=
| გეგმა_წარწერა=
}}
 
'''სამშვილდის ნაქალაქარი''' — ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], ახლანდელი [[სამშვილდე (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი)|სოფ. სამშვილდის]] მახლობლად ([[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი]]) ისტორიულ [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]].
 
შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო [[ჭივჭავი (მდინარე)|მდ. ჭივჭავისა]] და [[ხრამი]]ს ([[ქცია]]) შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს გალავანი შემოუყვება.
 
==ისტორია==
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს მას ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხედ მოიაზრებდა. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერთა აზრით ორბის ციხე ალგეთის ხეობაში მდებარე [[ორბეთის ციხე]]ს აღნიშნავს.
 
ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე [[გამოქვაბული|გამოქვაბულები]], [[მენჰირი|მენჰირები,]] [[ნამოსახლარი|ნამოსახლარები]] და მათთან ვრცელი [[სამაროვანი|სამაროვნები]], არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე [[თბილისის საამირო|თბილისის საამიროს]] ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით [[პიტიახში|პიტიახშნი]]" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს [[ანისის სამეფო|ანისის სამეფოს]] დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი [[გურგენი]] შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
 
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო]]ს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). [[1001]] წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ [[გაგიკ I|გაგიკ I-მა]]. [[1064]] სომეხთა მეფემ [[კვირიკე II (სომეხი)|კვირიკე II-მ]] ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან [[ლორე]]ში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
[[ფაილი:Samshvildis Sioni - (Reconstruction).jpg|მინი|მარცხნივ|სამშვილდის სიონის რეკონსტრუქცია]]
 
სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV-მ]] დაიბრუნა. [[1110]] [[დავით IV|დავით აღმაშენებელმა]] თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და [[სამშვილდის შემოერთება|შემოიერთა]]. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.
 
[[ორბელთა აჯანყება 1177-1178|ორბელთა აჯანყების]] ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. XIII საუკუნეში მონღოლებმა "ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ თბილისსაც მოადგნენ". 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერტყა [[ჯეჰან-შაჰი]]. მან მოტყუებით და მუქარით მისი აღება მოახერხა. მან სამშვილდის კარების წინ 1664 ადამიანის თავისაგან მინარა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა.
 
[[1747]] წელს დიდი ბრძოლა გაიმართა სამშვილდეში ერეკლესა და ბატონიშვილ აბდულ-ბეგ იასეს ძეს შორის, რომელმაც თეიმურაზსა და ერეკლეს ქართლის წართმევა მოუნდომა.
 
==სამშვილდის კომპლექსი==
 
===სამშვილდის სიონი===
{{მთავარი|სამშვილდის სიონი}}
[[ფაილი:Samshvilde.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ|სამშვილდის სიონის ნანგრევები]]
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში [[ვახტანგ გორგასალი]]ს დედამ [[საგდუხტი|საგდუხტმა]] "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი [[წრომის ტაძარი|წრომის ტაძარს]] ენათესავება.
[[ფაილი:Samshvildis Sioni - GEGMA.jpg|მინი|მარჯვნივ|სამშვილდის სიონის გეგმა]]
ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების [[დარბაზული ეკლესია]], დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.
 
სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები
Line 79 ⟶ 9:
XVI-XVII სს-ს განეკუთვნება წითელკეციანი კერამიკის ის ფრაგმენტები, რომლებიც დოქების, ქოთნები, ჯამებისა და თეფშების ნატეხებია. ფორმით, კეცის სისქით, რელიეფუირ და ნაკაწრი ორნამენტით ეს კერამიკა გვიანდელი შუასაუკუნეების საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებულ მასალებთან პოულობს სიახლოვეს. ამ კერამიკის გარკვეულ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს ჭურჭლის Gყურებზე ,,ალისებური“ წანაზარდები, რომელთა მსგავსიც ამავე პერიოდის სხვა ძეგლების მასალებში არ გვხვდება. XVIII-XIX სს-ს განეკუთვნება შაბიამნისფრად მოჭიქული კერამიკისა და მინის ფრაგმენტები, რომლებმაც თავი ეკლესიის ირგვლივ, ჰუმუსოვანი ფენის მოხსნისთანავე იჩინა.
გათხრების დასრულების შემდეგ, ტაძრის სამხრეთით, 5 მ-ის დაშორებით გაიჭრა საძიებო შურფი (1.0×0.50 მ), რათა დაგვედგინა ამ უბანზე უფრო ადრეულ ფენების არსებობა. შურფში 0.80 მ-ის სიღრმეზე თავი იჩინა კლდოვანმა დედაქანმა.
 
===ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია===
===სამნავიანი ბაზილიკა===
===ეკლესია შვერილი აფსიდით===
===თეოგენიდა===
მდინარე ხრამის მხარეს დგას კიდევ ერთი ეკლესია — თეოგენიდა (XII-XIII სს.).
===ციხე-სიმაგრე===
===სასახლე===
===ფეოდალთა სასახლეები===
===საცხოვრებელი სახლები===
===ტეტრალიტი===
თეოგენიდას ეკლესიასთან შეიმჩნევა ტეტრალიტი, რომელიც წარმოადგენს სამი ერთმანეთზე დალაგებულ სამი ქვის დიდ ლოდს, რომლებიც ეყრდნობიან მეოთხე დიდ ლოდს (საფუძველს).
===წყალსაცავი აუზები===
===ხიდი მდ. ჭივჭავზე===
 
==არქეოლოგიური გათხრები==
[[1968]]-[[1970]] წლებში ნაქალაქართან გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურის]] ადრეული საფეხურის ნამოსახლარი და სამაროვანი. კარკნალის მთის სამხრეთით კალთაზე გამოვლინდა ნამოსახლარი. სოფელს ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონია, კერძოდ, ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოსადეგი ფართობი. გაითხარა 2 კულტურის ფენა. ნაგებობები ფერდობზე ყოფილა განლაგებული. I ფენის (ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანა) შენობათა კედლები დანგრეული იყო. აქ ნაპოვნი კერამიკური ნაწარმი (სხვადასხვა ტონალობის ღია ფერის თიხის ჭურჭელი) გამოირჩევა ფორმების სისადავით და არქაულობით. ნაპოვნია ობსიდიანის სხვადასხვა იარაღი და ანატკეცები, რომლებსაც გამოყენების კვალი ემჩნევა (ზოგი მათგანი რეტუშირებულია). II ფენაში (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში) აღმოჩნდა წრიული გეგმის მქონე საკულტო დანიშნულების შენობის სამმაგი კედლის ქვის ნახევარწტიული საძირკველი. გამოვლინდა სამეურნეო ორმოები. კერამიკულ ნაწარმს გარკვეული კავშირი აქვს I ფენის ჭურჭელთან და ისეთის, როგორც სამაროვანზე ნაპოვნი ჭურჭელი. ჭარბობს მუქი და შავი ფერის კერამიკა. ჩნდება ჭურჭლის ნახევარსფერული ყურები და სხვა. ამავე ფენაში აღმოჩნდა ობსიდიანის ყუნწიანი ისრისპირი, ანატკეცები (უმეტესობას ემჩნევა გამოყენების კვალი) და ხელსაფქვავის ქვები. ვარაუდობენ, რომ სამშვილდეში (შუა ფეოდალური ხანა, როცა სამშვილდე ქალაქი იყო) ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი ცენტრი (თიხის ჭურჭლის, ფაიანსის, მინის ჭურჭლისა და სამკაულის სახელოსნოები) არსებობდა.
 
სამშვილდეში გამოვლენილი სამარხები (O-W და N-S დამხრობის) განლაგებული იყო 4 რიგად და წარმოადგენდა უმთავრესად ქვის ფილებისაგან ან ლოდებისაგან ორმოში ნაგებ დიდ ოთხკუთხა აკლდამებს. ეს იყო საოჯახო, კოლექტიური სამარხები. მიცვალებულები ხელფეხმოკეცილი ესვენა. 2 აკლდამა ეკუთვნოდა კულტის მსახურს. მათში აღმოჩნდა ობსიდიანის "ფანჯრიანი", აგრეთვე ასტრალურ-სიმბოლოებიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს სპირალურთავიანი [[საკინძი]] და სხვა. სამაროვანზე ნაპოვნია სპირალური სასაფეთქლ რგოლები და მრავალხვიანი საკიდები. აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ნამოსახლარის II ფენაზე გამოვლენილი კერამიკის მსგავსია. აქვე მიკვლეულია ფეოდალური ხანის 5 სამარხი.
 
==2012 წლის ექსპედიცია==
2012 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე ჩამოყალიბდა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელმაც შეიმუშავა მრავალწლიანი პროგრამა ძეგლის არქეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო, ისტორიული კვლევებისათვის და ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის. 2013 წელს განხორციელდა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც გულისხმობდა სამშვილდის შესახებ არსებული ისტორიული ცნობების, წყაროების, სტატიებისა და ვიზუალური მასალის თავმოყრასა და სისტემატიზაციას, რის შემდეგაც სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფმა მოახდინა მთლიანი ნაქალაქარის თანამედროვე ტექნოლოგიებით აზომვა და მრავალშრიანი ტოპო-არქეოლოგიური რუკის შექმნა (რუკის შედგენას ხელმძღვანელობდა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ს. ცირამუა). აღნიშნული რუკის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წარმოადგენს ციფრული ფორმატის ფაილს, რომელზეც, GPS კოორდინატების სიზუსტით მიეთითება ყველა სახის არქეოლოგიური თუ არქიტექტურულ-ისტორიული ობიექტი ვიზუალური მასალის თანხლებით, გარდა ამისა, მომავალში აღმოჩენილი ობიექტებიც შესაძლოა ცალკე შრედ იქნეს დამატებული და საბაზისო რუკასთან ინტეგრირებული. 2014 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთობლივად პროგრამით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები განახორციელა და არქეოლოგიურად შეისწავლა წმ. გიორგისა და ,,პალატის" ეკლესიები. გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი დ. ბერიკაშვილი) გამოვლინდა საქართველოს განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა, რომელიც კამერალური და სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დაცულ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტში, რამდენიმე არტეფაქტი უნივერსიტეტის გამოფენაზე იქნა ექსპონირებული. ,,პალატის" ეკლესიის შესწავლის დროს გამოვლენილი დღემდე უცნობი პალეოგრაფიული ძეგლები შეისწავლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა, ისტ. მეცნ. დოქტორმა გ. გაგოშიძემ. აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ტაძრებს ტრადიციული მასალისა გამოყენებით ჩაუტარდათ რესტავრაცია, რის შემდეგაც მათ თავდაპირველი იერსახე დაიბრუნეს. სარესტავრაციო სამუშაოები დააფინანსა სიძველეთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა, სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორ-რესტავრატორი თ. გაბუნია. 2015 წელს დაგეგმილია კვლევების გაგრძელება და აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მესამე ეტაპის სამუშაოების ჩატარება.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[სამშვილდის სიონის წარწერა]]
 
==ლიტერატურა==
{{commonscat|Samshvilde fortress}}
* ''ბერძენიშვილი დ.'', ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1979
* ''მირცხულავა გ.'', სამშვილდე, თბ., 1975
* ''მუსხელიშვილი ლ.'', სამშვილდის სიონის წარწერები და აშენების ტარიღი, "ენიმკის მოამბე", 1942, ტ. 13
* ''Чубинашвили Ч.'', Самшвилдский, Тб., 1969
* ''მუსხელიშვილი დ., ბერიძე ვ., გოგაძე ე.,'' [[ქსე]], ტ. 9, გვ. 46-47, თბ., 1985
* მ. სანაძე, დ. ბერიკაშვილი, გ. გაგოშიძე, თ. გაბუნია, ს. ცირამუა. ,,სამშვილდე" თბ. 2014 წ. საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა
* დ. ბერიკაშვილი, გ. გაგოშიძე, თ. გაბუნია, ს. ცირამუა. სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში 2014. თბ. საქართველოს უნივერსიტეტი
* {{ძმ|89|13-16|ი. ციციშვილი, "ნაქალაქარი სამშვილდე"}}
 
{{თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
[[კატეგორია:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ქვემო ქართლის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამშვილდე“-დან