დადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|დეუ}} '''დადი''' ({{lang-ar|ضاد‎}}, ''ḍād'', ან ‏,حرف الضاد ''ḥarf aḍ-ḍād''; ცალ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|დეუ}}
'''დადი''' ({{lang-ar|ضاد‎}}, ''ḍād'', ან ‏,حرف الضاد ''ḥarf aḍ-ḍād''; ცალკემდგომი ფორმა — ض; ტრანსლიტერაცია — ''ḍ'') — [[არაბული დამწერლობა|არაბული ანბანის]] მეთხუთმეტე [[ასო]]. იგი მიეკუთვნება არაბული ანბანის ოთხ [[ემფატიკური თანხმოვანი|ემფატიკურ თანხმოვანს]], აგრეთვე ე. წ. ათ „[[მზის ასო|მზის ასოს]]“. არაბულ ანბანში დადი ერთ-ერთი ყველაზე ახალი სიმბოლოა, იგი ისლამურ პერიოდშია განვითარებული. [[აბჯადი|აბჯადში]] — არაბული ანბანის რიცხვით სისტემაში — დადს მინიჭებული აქვს რიცხვითი მნიშვნელობა 800.
 
თანამედროვე ლიტერატურულ [[არაბული ენა|არაბულ ენაში]] დადით გადმოცემული [[ფონემა]] /ḍ/ ძირითადად წარმოადგენს [[ფარინგალიზაცია|ფარინგალიზირებულ]] ან [[ველარიზაცია|ველარიზირებულ]] [[მჟღერი ალვეოლური ხშული თანხმოვანი|მჟღერ ალვეოლურ ხშულ]] ბგერას ({{IPA|dˁ}} ანდა {{IPA|dˠ}}). თუმცა ზოგიერთ [[დიალექტი|დიალექტში]], აგრეთვე არაბული ენის ისტორიულ ფონეტიკაში გვხვდება მცირე გადახრები ამ ძირითადი ფონეტიკური მნიშვნელობისაგან. არაერთი მეცნიერის აზრით, დადის არტიკულაცია თავდაპირველად ხდებოდა ლატერალურად ან ლატერალიზირებულად — ამ თვისების გამო არაბულ ენას ზედმეტსახელად „დადის ენასაც“ უწოდებენ. ბგერის ასეთი წარმოთქმა დასტურდება სამხრეთარაბულ დიალექტებში, არაბულიდან ნასესხებ სიტყვებში [[ესპანური ენა|ესპანურსა]] და [[ინდონეზიური ენა|ინდონეზიურ ენებში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დადი“-დან