იუსტინიანე I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
93.177.156.149-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 29:
 
== ბიოგრაფია ==
იმპერატორი იუსტინიანე წარმოშობით [[ბულგარეთი]]დან, [[სოფია|სრედეცის]] (დღევანდელი სოფია) მახლობლად მდებარე სოფელ ბერდიანიდან იყო. კეთილმსახური ხელისუფალი გულმოდგინედ იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად, მისი მეფობის დროს [[ბიზანტია]]მ ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებები მოიპოვა [[სპარსეთი|სპარსეთში]], [[აფრიკა]]სა და [[იტალია]]ში, რაც დიდად უწყობდა ხელს წარმართული სარწმუნოების აღმოფხვრას [[ვანდალები|ვანდალებსა]] და [[ვესტგუთები|ვესტგუთებს]] შორის. მეფე იუსტინიანეს ბრძანებით [[ათენი|ათენში]] წარმართული სკოლები დახურეს. მან მცირე აზიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად გაგზავნა ეფესელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც სამოცდაათ ათასზე მეტი კაცი მონათლა. მეფემ ბრძანა, ახალმოქცეულთათვის ოთხმოცდაათი ტაძარი აეგოთ და უხვად შეეწეოდა საეკლესიო მშენებლობას იმპერიაში. მისი დროის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება მონასტერი სინას მთაზე და [[წმინდა სოფიას ტაძარი]] კონსტანტინეპოლშიკონსტანტინოპოლში. მრავალმხრივ განათლებული იმპერატორი გულმოდგინედ იღვწოდა ღვთისმსახურთა და ბერმონაზონთა განათლებაზე - ბრძანა, მათთვის ესწავლებინათ რიტორიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.
 
ცრუსწავლების წინააღმდეგ წმინდა იუსტინიანემ შექმნა საგალობელი „მხოლოდშობილი ძე და ღვთისა სიტყვა“ და დააკანონა მისი გალობა ეკლესიებში. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ეს საგალობელი სრულდება საღვთო ლიტურგიის დროს, მცირე გამოსვლის წინ. იმპერატორის ბრძანებით, [[553]] წელს მოწვეულ იქნა [[კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრება|V მსოფლიო საეკლესიო კრება]], რომელმაც დაგმო ორიგენეს ცრუსწავლება და დაამტკიცა [[ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება|ქალკედონის IV კრების]] დადგენილებები. იუსტინიანე ზრუნავდა სახელმწიფოში წესრიგის, სამართლისა და კანონიერების დასაცავად. მისი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით შედგა რომაულ კანონთა კრებული [[Corpus Iuris Civilis]].
ხაზი 37:
== დაპირისპირება წმინდა ევტიქისთან ==
 
სიკვდილამდე 1 წლით ადრე, იუსტინიანეს დაპირისპირება მოუვიდა [[ევტიქი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|წმინდა ევტიქისთან]], კონსტანტინეპოლისკონსტანტინოპოლის პატრიარქთან. დაპირისპირების მიზეზი იყო ახლად აღმოცენებული ერესი, რომელსაც იმპერატორი თანაუგრძნობდა. წმინდა ევტიქი უდრეკად იდგა მართლმადიდებლურ სწავლებაზე, ამიტომაც იმპერატორმა 365 წელს იგი 12 წლით გადაასახლა, თუმცა თავად იმავე წელს გარდაიცვალა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იუსტინიანე_I“-დან