სამშვილდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|სამშვილდე (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Samshvilde fortress (Photo A. Muhranoff, 2010).jpg|მინი|მარჯვნივ|300პქმინიატიურა|სამშვილდის სიონისციხის გალავნის ნანგრევები]]
'''სამშვილდის ნაქალაქარი''' — ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], ახლანდელი [[სამშვილდე (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი)|სოფ. სამშვილდის]] მახლობლად ([[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი]]) ისტორიულ [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]].
 
ხაზი 8:
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს მას ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხედ მოიაზრებდა. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერთა აზრით ორბის ციხე ალგეთის ხეობაში მდებარე [[ორბეთის ციხე]]ს აღნიშნავს.
 
ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე [[გამოქვაბული|გამოქვაბულები]], [[მენჰირი|მენჰირები,]] [[ნამოსახლარი|ნამოსახლარები]] და მათთან ვრცელი [[სამაროვანი|სამაროვნები]], არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში [[ვახტანგ გორგასალი]]ს დედამ [[საგდუხტი|საგდუხტმა]] "აღაშენა სიონი სამშუილდისა". VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე [[თბილისის საამირო|თბილისის საამიროს]] ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით [[პიტიახში|პიტიახშნი]]" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს [[ანისის სამეფო|ანისის სამეფოს]] დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი [[გურგენი]] შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
 
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო]]ს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). [[1001]] წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ [[გაგიკ I|გაგიკ I-მა]]. [[1064]] სომეხთა მეფემ [[კვირიკე II (სომეხი)|კვირიკე II-მ]] ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან [[ლორე]]ში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
ხაზი 20:
 
==სამშვილდის კომპლექსი==
 
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი [[წრომის ტაძარი|წრომის ტაძარს]] ენათესავება.
===სამშვილდის სიონი===
[[ფაილი:Samshvilde.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ|სამშვილდის სიონის ნანგრევები]]
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში [[ვახტანგ გორგასალი]]ს დედამ [[საგდუხტი|საგდუხტმა]] "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი [[წრომის ტაძარი|წრომის ტაძარს]] ენათესავება.
[[ფაილი:Samshvildis Sioni - GEGMA.jpg|მინი|მარჯვნივ|სამშვილდის სიონის გეგმა]]
ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების [[დარბაზული ეკლესია]], დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამშვილდე“-დან