სამშვილდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''სამშვილდის ნაქალაქარი''' — ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], ახლანდელი [[სამშვილდე (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი)|სოფ. სამშვილდის]] მახლობლად ([[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი]]) ისტორიულ [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]].
 
შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდ. ჭივჭავისა და [[ხრამი]]ს ([[ქცია]]) შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს გალავანი შემოუყვებოდა. ქართული ეროვნული ტრადიციის თანახმად ააშენა ქართველთა ეპონიმმა ქართლოსმა. მისი თავდაპირველი სახელწოდება "ციხე ორბისა". ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე მთავარი ციხის ზოგადქართული სახელწოდებით - "დედაციხედ". ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე (ძვ. წ. IV-III სს.) წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. დროდადრო იგი უფლისწულთა სამყოფელი იყო. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე [[თბილისის საამირო|თბილისის საამიროს]] ექვემდებარებოდა. IX საუკუნის ბოლოს [[ანისის სამეფო|ანისის სამეფოს]] დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი [[გურგენი]] შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდშემოუყვება.
 
==ისტორია==
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს მას ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხედ მოიაზრებდა. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერთა აზრით ორბის ციხე ალგეთის ხეობაში მდებარე [[ორბეთის ციხე]]ს აღნიშნავს.
 
ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს საქართვეოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში [[ვახტანგ გორგასალი]]ს დედამ [[საგდუხტი|საგდუხტმა]] "აღაშენა სიონი სამშუილდისა". VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე [[თბილისის საამირო|თბილისის საამიროს]] ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით [[პიტიახში|პიტიახშნი]]" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს [[ანისის სამეფო|ანისის სამეფოს]] დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი [[გურგენი]] შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
 
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო]]ს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). [[1001]] სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ [[გაგიკ I|გაგიკ I-მა]]. [[1064]] სომეხთა მეფემ [[კვირიკე II (სომეხი)|კვირიკე II-მ]] ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამშვილდე“-დან