ტრანსპორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: Migrating 111 interwiki links, now provided by Wikidata on d:q7590 (translate me))
[[ფაილი:ICE1 Schellenberg.jpg|thumbმინი|300px|საქალაქთაშორისო ექსპრესი გერმანიაში]]
'''ტრანსპორტი''' ([[ლათ.]] ''trans'' - გადაღმა, და ''portare'' - ზიდვა) ერთობლიობა საშუალებების, რომელთა დანიშნულება ადამიანების, ტვირთის და ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანაა. სატრანსპორტო ინდუსტრია სამ მთავარ კომპონენტად იყოფა: [[ინფრასტრუქტურა]]დ, [[მანქანა|მანქანებად]] და [[საწარმოო მართვა|მართვად]]. ინფრასტრუქტურა მოიცავს ტრანსპორტისთვის საჭირო უძრავ კონსტრუქციებს, მათ შორის [[ავტომობილი|საავტომობილო]] გზებს, [[რკინიგზა|რკინიგზებს]], საჰაერო გზებს, არხებს, სადენებს ან ტერმინალებს, როგორიცაა [[აეროპორტი|აეროპორტები]], რკინიგზის, საავტომობილო და საზღვაო სადგურები. მანქანები, რომლებიც ამ ქსელში მოძრაობს არის [[ავტომობილი|ავტომობილები]], [[ავტობუსი|ავტობუსები]], [[მატარებელი|მატარებლები]], [[თვითმფრინავი|თვითმფრინავები]] და სხვა. ხოლო მართვა მოიცავს ამ მანქანებისა და კონსტრუქციების ოპერირებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორიცაა ფინანსირება, პოლიტიკა და იურიდიული მომსახურება.
 
განასხვავებენ [[მიწისზედა ტრანსპორტი|მიწისზედა]], [[წყლის ტრანსპორტი|წყლის]] და [[საჰაერო ტრანსპორტი|საჰაერო]] ტრანსპორტს. მიწისზედა ტრანსპორტში იგულისხმება სარკინიგზო ტრანსპორტი, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტი, წყლის ტრანსპორტში - საზღვაო და სამდინარო, საჰაეროში - საავიაციო ტრანსპორტი.