წალკის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
წალკის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთიდან ისაზღვრება [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი]]თ, აგრეთვე [[გორის მუნიციპალიტეტი|გორისა]] და [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტებით]]. დასავლეთით ესაზღვრება [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი]], სამხრეთით [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდისა]] და [[დმანისის მუნიციპალიტეტი|დმანისის მუნიციპალიტეტები]], აღმოსავლეთით საზღვრავს [[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი|თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი]]. მუნიციპალიტეტის ფართობია 1050,6 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი [[წალკა]].
 
წალკის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში. ტერიტორიის დიდ ნაწილში ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო [[ჰავა]], ზომიერად ცივი [[ზამთარი|ზამთრით]] და ხანგრძლივი [[ზაფხული]]თ. წალკის ქვაბულში მთის სტეპების ჰავაა, იცის ცივი [[ზამთარი]] და თბილი [[ზაფხული]]. ჰაერის საშუალო წლიური [[ტემპერატურა]]ა 5,9°C, [[იანვარი|იანვრის]] -4,8°C, [[ივლისი]]ს 16°C, აბსოლუტურ მინიმუნი -34°C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 33°C. ნალექები 740 მმ წელიწადში. წალკის მუნიციპალიტეტში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 600-740 მმ-ს უდრის. ნალექების მაქსიმუმი [[გაზაფხული|გაზაფხულსა]] და ზაფხულის[[ზაფხული]]ს დასაწყისშია, მინიმუმი [[ზამთარი|ზამთარში]]. მუნიციპალიტეტის მაღალ ადგილებში მთიანეთის სტეპების ჰავაა, იცის მოკლე ზაფხული და ცივი ზამთარი. [[სამსრის ქედი|სამსრის]], [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთისა]] და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედებზე]] (ყველაზე მაღალ ადგილებში) ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავაა[[ჰავა]]ა.
 
წალკის მუნიციპალიტეტის მდინარეებია: ქცა (შენაკადებია: მირზაოღლი -ხრამი, ნარდევანი, ოზნი, გუმბათი, თარსონი და სხვა) და ჭოჭიანი (სიგრძე 29კმ, აუზის ფართობი- 131კმ2).