იულიუს კეისარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 73:
ხალხს განსაკუთრებით ის გაუხარდა, რომ იულიას დაკრძალვაზე კეისარმა მისი მეუღლის, გაიუს მარიუსის ქანდაკებებიც გამოიტანა. სულას ბატონობის შემდეგ, ვეღარავის წარმოედგინა, კიდევ თუ ვინმე გაბედავდა გაიუს მარიუსის, ვითარცა “ხალხის მტრის”, რეაბილიტაციას. ახლა კი, როდესაც კეისარმა თავისი დიდი ბიძის, “იტალიის მხსნელისა” და “სამშობლოს მამის” სახება “საიქიოს სამყაროდან კვლავ რომს მოაბრუნა”, არისტოკრატთა ბანაკი აღშფოთებამ მოიცვა, მაგრამ ხალხმა კეისრისადმი აღტაცებული ყიჟინითა და დაჭის გრიალით ჩაახშო მათი პროტესტი.
 
გარდაცვლილ ხანდაზმულ ქალზე სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმა რომში ძველთაგანვე მიღებული საქებარი საქციელი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ქალებისადმი ასეთი პატივი საერთოდ არ არსებობდა და აქამდე არც არავის გაეგონა. მაგრამ მაშინ კეისარს ცოლიც გარდაეცვალა - ჯერ ჯიდევკიდევ სავსებით ახალგაზრდა კორნელია - და მის დაკრძალვაზეც წარმოთქვა ფრიად მგრძნობიარე სიტყვა დაქვრივებულმა ქმარმა. და ამ “ნოვატორობითაც” ძალიან მოინადირა ხალხის გული მაშინ კეისარმა. გარდაცვლილი კორნელიასაგან კეისარს დარჩა ერთადერთი ასული, იულია (მომავალში პომპეუსის ცოლი).
 
იმ წელს (ქრისტესშობამდე 67), მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, კეისარი, როგორც კვესტორი, პრეტორ ვეტუსთან ერთად, გაეშურა შორეულ ესპანეთში. და ერთხელ იქ, გემთმშენებლობის მოსახილველად ქალაქ გადესში ყოფნისას, ჰერაკლეს სახელობის ტაძარში შეიარა და იხილა ქანდაკება ალექსანდრე მაკედონელისა. კარგა ხანს უცქირა, მერე ნაღვლიანი ოხვრა აღმოხდა, თითქოს საკუთარი თავი დაიწუნა უმოქმედობისა და უსაქმურობისთვის - რამეთუ ახლა მე 33 წლისა ვარ და ალექსანდრეს კი სწორედ ამ ასაკში მსოფლიოც დაპყრობილი ჰქონდა და სიცოცხლეც დამთავრებული. და იმ წუთებშივე, მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის წინაშე, გადაწყვიტა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო რომში და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისთანავე დაეწყო ბრძოლა “უფრო დიად საქმეთა” აღსრულებისთვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულიუს_კეისარი“-დან